ოცდამეხუთე თავი

20 4 0
                                    

RULE N°25: "WE WILL ALWAYS END UP TOGETHER".

-დღეს ბევრი ხალხია_ამბობს ნინი მას შემდეგ რაც სულს ითქვამს და წყლით სავსე ჭიქას იღებს, მალევე ცლის.

-მაინცდამაინც დღეს გაქრა ყველა მიმტანი ან ასეთი რა დღეა ამდენი ხალხი რომაა_თვალებს ატრიალებს დეა და ლუდებს ასხამს.

-ადამიანს საკუთარი რესტორნის წარმატება არ უხაროდეს პირველად ვნახე_იცინის ნინი, დეას ეღიმება.

-მიხარია, ოღონდ მე რომ მშვიდად ვარ და შორიდან ვუყურებ მაშინ_ნინი თავს აქნევს და ზარმაც მეგობარს ლუდებს ართმევს. ნინი აქ არ მუშაობს, უბრალოდ მეგობარს ეხმარება სამუშაოს შესრულებაში, რატომღაც დღეს მხოლოდ ორი მიმტანი გამოცხადდა სამსახურში, რესტორანი კი საკმაოდ დიდი იყო და საკმარისი არ იყო, რომ ხალხს მომსახურებოდნენ. რა თქმა უნდა დეა ამას უყურადღებოდ არ დატოვებს, ვერ იტანს, როდესაც ხალხი ასე ზერელედ ეკიდება სამუშაოს, შეეძლოთ გაეფრთხილებინა მაინც. იმას მიაღწია რაც სურდა და თავს ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ თითქოს რაღაც აკლდა. მის ფიქრებს კარის გაღების ხმა აწყვეტინებს, ჯიბიდან კალამს და პატარა ბლოკნოტს იღებს. გზად შეკვეთაც მიაქვს, შემდეგ კი ახალ შემოსულებისკენ მიდის, თუმცა სვლას უნელებს, როდესაც ნაცნობ სახეს ხედავს. იმ ბიჭს ვატოს ხედავს და ვიღაც გოგოს. დეა ვარაუდობს რომ ეს მისი შეყვარებულია, თან მასზე რატომღაც ბრაზდება. ვინმე თუ ჰყავდა რატომ არ მოიშორა, როდესაც დეამ მას აკოცა. ფიქრებს ფანტავს და მათკენ სიარულს აგრძელებს.

-რას ინებებთ?_ჩვეულებრივად ამბობს და გოგოს ათვალიერებს, თვალს კი ვატოსკენ აპარებს. ვატო მის დანახვაზე უცნაურად გრძნობს თავს, უხარია მისი ნახვა, თუმცა არაფერს იმჩნევს და მზერა გოგოზე გადააქვს.

-რას დალევ?_ეკითხება თათიას, ის მენიუს იღებს. დეას კი ერთი სული აქვს აქაურობას როდის მოშორდება. დეა ვატოსკენ იხედება და შემთხვევით მის თვალებს ხვდება. სასწრაფოდ გვერდით იხედება.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now