ოცდამეშვიდე თავი

19 4 0
                                    

RULE N°27: "THERE WILL ALWAYS BE A LITTLE CHILD IN YOU, NEVER FORGET IT".

   დეა საწოლიდან დგება და სარკეში იხედება, ჩაშავებულ თვალებს მსუბუქი მაკიაჟით ფარავს. მთელი ღამე არ უძინია, ხან რა ფიქრებმა გაიტაცა, ხან რა. ქვევით ჩასვლის ეშინოდა. გული რაღაცას უგრძნობდა. სიმართლის გარკვევა უნდოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ თან ამ სიმართლისაც ეშინოდა, რაღაც მხრივ. საბოლოოდ ქვევით მაინც ჩავიდა.

-შენი აზრით ვატო გაახსენდება?_ჩურჩულით ამბობს ნუცა, მაგრამ დეას ეს ესმის და სვლას ანელებს, მათ საუბარს ყურს უგდებს.

-არ ვიცი, იმედია, რომ გაიგოს მშობლებმა რაც ჩაიდინეს, არც კი მინდა წარმოვიდგინო რა მოხდება_დეა წარბებს კრავს. ვეღარ ითმენს და მათკენ მიდის. წყვილი ფეხის ხმაზე ჩუმდება და დეას უხერხულად უყურებენ, ორივემ იცის რომ ყველაფერი გაიგო, დეას სახეზე აწერია გაურკვევლობა.

-რა ჯანდაბა ხდება?!_გოჩა მაგიდიდან დგება, დეა კი უკან იხევს, უკვე აღარ იცის ვიღას ენდოს.

-დეა..._ახლა ნუცა იწყებს, დეა თავს აქნევს, ისევ გაურბის იქაურობას. ნუცა ქმარს აჩერებს.

-გაუშვი, ცოტა იფიქროს, როცა მზად იქნება ყველაფერს ვეტყვით_გოჩამ ამოიოხრა და ცოლს დაეთანხმა, სხვა გზა აღარ იყო, საშინლად ნანობდა მშობლებს თავი რომ დაუხარა მაშინ და დეას დასაცავად არაფერი გააკეთა, მაგრამ ახლა ზედმეტად დააგვიანდა.

დეა ტელეფონს იღებს და სალომეს ნომერს ეძებს. მას დეა ნუცას და გოჩას წინასაქორწილო სუფრაზე დაუახლოვდა, თავიდან უცნაურად კი იქცეოდა, მაგრამ შემდეგ ერთმანეთს შეეჩვივნენ.

-გისმენთ?_ისმის ქალის ხმა.

-შენი დახმარება მჭირდება_სალომეს დეას ხმის გაგონება აკვირვებს.

-ვნახოთ, თუ შემიძლია დაგეხმარები_დეას ეღიმება და გარემოს ათვალიერებს, ტაქსს ეძებს.

-გოჩას მეგობარი რომ იყო გუშინ, ვატო თუ გახსოვს, მისი მისამართი მჭირდება, ვიცი ცოტა ინფორმაციაა, მაგრამ მართლა ძალიან მჭირდება_სალომეს ჩაცინების ხმა ისმის, დეჟავუ აქვს, რამდენიმე წლის წინ ზუსტად ასე მოხდა, ოღონდ ამჯერად გოჩა ითხოვდა ვატოს მისამართს. სალომე წამში ეუბნება, დეას კი უკვირს.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now