RULE N°13: " HAPPINESS? YOU CAN NOT HAVE IT, IT WILL NOT APPEAR BY ITSELF, YOU HAVE TO EARN IT".
დეა უკვე სანაპიროზეა. მარტო. რატომღაც ვატო არ ჩანდა. ტელეფონზე საათს დახედა, უკვე ათი წუთია მას ელოდება და ფიქრობს, ღირს თუ არა ეს ლოდინი. ოხრავს და ფეხზე დგება, შარვლიდან კი ქვიშას იფერთხავს. ბოლოჯერ გაჰყურებს სანაპიროს და უკან ბრუნდება, როდესაც სულ რამდენიმე ნაბიჯში დგას ვატო, დეაც არ ინძრევა და მას უყურებს. ჩვეულებრივად აცვია, შავი სპორტულები, მაგრამ ამ ჩვეულებრივ ტანსაცმელშიც კი კარგად გამოიყურება.
-დააგვიანე_დაიჩურჩულა დეამ, ისე ხმადაბლა, ეგონა ვერც გაიგებდა. თანაც არც ისე პატარა მანძილი აშორებდათ ეს ხმა რომ გაეგო.
-ვიცი დეა_იღიმის. ყოველთვის იღიმის, მაგრამ განა ეს ნამდვილად ღიმილია?
-რატომ?_ეკითხება. მხრებს იჩეჩს და ადგილიდან არ ინძრევა, თითქოს ეს შეხვედრა არ უნდა, ისე იქცევა.
-არ ვიცი... არ მომწონს, არ მომწონს ეს ყველაფერი_გოგო თავს დაბლა ხრის.
-რა არ მოგწონს ვატო?_ეკითხება და მზერას ბიჭს აპყრობს.
-ეს შეხვედრები, მე არ მჭირდება მეგობრები. ახლა არა..._დეა იცინის.
-მაშინ აქ რატომ ხარ_ვატოს ეღიმება, დეა ამ ღიმილს იმახსოვრებს.
-ეს გითხრა და წავიდე_გოგო განზე იხედება, სადღაც უსასრულობაში.
-კარგი_დაბნეული ამბობს დეა. ეს საკმარისია იმისთვის რომ დეამ გაიგოს რა დაემართა? საერთოდ არა. ვატო ბრუნდება, დეა ერთ ადგილასაა გაყინული და ვერ ინძრევა. მხოლოდ მისი ტუჩები მოძრაობენ.
-არ წახვიდე, არ წახვიდე, არ წახვიდე..._იმეორებს გაუჩერებლად, ჩურჩულით. არ იცის რატომ, ცდილობს გააჩეროს ეს ხმა რომელიც ამას გაჰკივის, მაგრამ არ გამოსდის. ზუსტად იცის რომ ამას ვერ გაიგებს. ის მიდის. მხოლოდ ერთი მიმართულებით - წინ. გოგო ვერაფერს იაზრებს და უცებ ნაბიჯებს უნებურად დგამს და ვატოსკენ მირბის. ბიჭი ხმაურიან ნაბიჯებს გრძნობს, ქვიშას რომ ნაზად ეხება და უკან ბრუნდება. დეა ამას არ ელოდა, სიჩქარე აკრეფილი თავი ვეღარ შეიკავა და უეცრად ზედ შეასკდა. ვატო ამას რომ გრძნობს ხელს აშველებს, მეორე ხელიდან ჯოხი უვარდება, დეა ცდილიბს მის ჰუდს ჩაეჭიდოს და ასეც იქცევა. ვატო მის სხეულზე დაასრიალებს ხელს რომ დაიჭიროს და წელზე ხვევს. გოგო შეშინებული უფრო მაგრად უჭერს ჩაბღაუჭებულ ხელებს.
YOU ARE READING
I FEEl, I SEE
Randomუსინათლი ბიჭზე და ერთ უბრალო, მაგრამ განსაკუთრებულ გოგოზე. სიყვარულის ისტორია.