RULE N°18: "BE YOU, NEVER CHANGE".
-აუ დავიღალე რა_გოგონა მობეზრებული აგდებს საქაღალდეს მაგიდაზე.
-მთლიანად უნდა წაიკითხო იცოდე, თორე გაგვაკოტრებ_დასცინის ძმა.
-დამპალო_გაბუტული ამბობს დეა და ძმას შეჰყურებს. სამსახურში ყოველთვის სულ სხვანაირია გოჩა, ისეთი გარდასახვა აქვს, სულ სხვადასხვა ადამიანი გეგონებათ, სახლში უფრო მეტად მხიარულია. ორივემ კარგად იცის რომ ეს საქმე არც მას ეხალისება, მაგრამ დისგან განსხვავებით მას არაფერი გაუპროტესტებია. ახლაც კომპიუტერში რეკლამისთვის ანიმაციას აკეთებს. ხატვის ნიჭი ბევრ რამეში ადგება.
-რა იყო დეა? ასე მგონია თვალებით შემჭამ_სიცილით ამბობს გოჩა. დეა გაბრაზებულ სახეს იღებს.
-სიყვარულით სავსე თვალებით გიყურებდი, მარა ალბათ შენი სიძულვილის თვალებიდან კარგად არ ჩანს_გესლიანად ეუბნება.
-მადლობა_დეა თვალებს ატრიალებს და დგება.
-მგონი მამა ჩემზე და ნუცაზე რაღაცას ეჭვობს_გოგო ძმას უყურებს. გოჩას არც ისე ბევრი შეყვარებული ჰყავდა, მისი მშობლების წყალობით და ვინც ჰყავდა მათაც ჩუმად ხვდებოდა, თუმცა დიდხანს არცერთი ურთიერთობა გაგრძელებია.
-რას აპირებ?_გოჩა მხრებს იჩეჩს და სკამიდან თავადაც დგება.
-არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი მასთან დაშორების უფლებას უკვე აღარ მივცემ, არავის_ისე მტკიცედ ამბობს თითქოს ყველა არარსებული სუპერგმირის ძალა თავად ჰქონდეს.
-გაზრდილხარ_სიცილით ეუბნება დეა.
-უფრო დავვაჟკაცდი_გოგო თავს აქნევს, მაინც იგრძნობა მასში რაღაც ბავშვური.
-მართლა გიყვარს?_სერიოზულდება დეა.
-ძალიან_ერთი სიტყვა საკმარისია გოგომ მისი გრძნობები გაიგოს, თან თვალები გასცემენ მის გრძნობებს ისედაც.
-იცოდე თუ გულს ატკენ მის მხარეს ვიქნები და არა შენ მხარეს_თვალს უკრავს ძმას. ის კი ღიმილს ვერ იკავებს.
YOU ARE READING
I FEEl, I SEE
Diversosუსინათლი ბიჭზე და ერთ უბრალო, მაგრამ განსაკუთრებულ გოგოზე. სიყვარულის ისტორია.