RULE N8: "You are a princess/prince but become a queen/king"
დეა ტანსაცმელს არჩევს. პირველ სამსახურში, პირველ დღეს კარგად უნდა გამოიყურებოდეს. მთავარია როგორმე მშობლებს მოეწონოთ იქაურობა. მისამართი უკვე იცის, სამსახური ექვსზე ეწყება და ათზე ამთავრებს, გაუმართლა და ეს სამსახური ძალიან ახლოსაა სახლთან, დაახლოებით 15 წუთის სავალზე, თან ფეხით. საბოლოოდ არჩევანი შავ ჯინსის შარვალზე, თეთრ პერანგზე შეაჩერა, რამდენიმე სამკაულიც შემატა, ყელსაბამი და ბეჭდები. შავი ჩექმები ამოიცვა და ამჯერად მოკლე პალტოს ნაცვლად, გრძელი პალტო არჩია, რადგან საღამოს აცივდებოდა. რა თქმა უნდა სუნამოც და მცირედი მაკიაჟი. სარკეში საბოლოოდ თავი შეათვალიერა.
-ღმერთო მიმტანად ვიწყებ მუშაობას თუ პრეზიდენტი ვხდები_გაეცინა ზედმეტად ოფიციალურ ჩაცმულობაზე, მაგრამ ხელი ჩაიქნია და ქვევით ჩავიდა.
-ვაუუ, ნამდვილად სამსახურში მიდიხარ?_ეშმაკურად შეხედა დას და ტელეფონი გადადო, დივნიდან წამოდგა.
-დიახ, დიახ, პირველი შთაბეჭდილება მაინც მნიშვნელოვანია_გაეცინა და დას მიუახლოვდა, ხელი ჩაკიდა და დაატრიალა.
-პრინცესას მიცილება ხომ არ უნდა?_დეამ თმა გაისწორა და ძმას ნაზად გაუღიმა.
-ახლოსაა, ასე, რომ არ მინდა მადლობა. დედა და მამა რომ მოვლენ გამოყევი შენც_თავი დაუქნია დას.
-მისამართი ჩამიგდე, მოვალ და ვეცდები დაგეხმარო სამსახურის შენარჩუნებაში_დეას გაეღიმა.
-შენი იმედი მაქვს_უთხრა ძმას
დეა სახლიდან გავიდა, თან ტელეფონში რუკა ჰქონდა ჩართული, მაინც სხვაგან რომ არ მისულიყო. ზუსტად 15 წუთში კაფეს წინ იდგა, თეთრი ასოებით ბანერზე ეწერა "სწრაფი და მარტივი", თან სხვადასხვა ფერში ანათებდა. შიგნით შევიდა თუ არა კარებს ზარის ხმა ჰქონდა. არც ისე ბევრი კლიენტი იყო. ბარისკენ დაიძრა, სადაც თითქმის თავისი ტოლი გოგო დაინახა.
YOU ARE READING
I FEEl, I SEE
Randomუსინათლი ბიჭზე და ერთ უბრალო, მაგრამ განსაკუთრებულ გოგოზე. სიყვარულის ისტორია.