RULE N°19: "SO WHAT IF THERE IS NO FUTURE, THE MOST IMPORTANT THING IS THAT I NEED YOU NOW".
მთელ ოთახში ტელეფონის ზარის ხმა ისმის, დეა მაშინვე თავს ყოფს და გარემოს ათვალიერებს. ხვდება რომ უკვე ღამეა, რადგან საკმაოდ ბნელა. დივანზე წევს, ვატოს ზემოდან, მას კი გოგოს წელზე აქვს ხელები შემოხვეული, დეა მის ხელებს იშორებს და ზარს პასუხობს, საათზე ხედავს რომ თორმეტი სრულდება.
-გისმენ გოჩა_ანერვიულებული ეუბნება, გულში თავს ილანძღავს, როგორ ჩაეძინა.
-დეა, სად ჯანდაბაში ხარ, რა გჭირს_ისმის მისი ჩუმი ხმა.
-მოვდივარ, მოვდივარ.
-დედა სადაცაა პოლიციას გამოიძახებს უკვე შენს საძებრად, გირჩევნია მალე მოხვიდე_დეა ტელეფონს თიშავს. ვატოს კი ხმაურზე ეღვიძება.
-სასწრაფოდ უნდა წავიდე_ეუბნება მას და დგება.
-გაღვიძება მინდოდა შენი, მაგრამ არაფერი გამომივიდა_ამბობს და თავადაც დგება.
-ჰო, ეგეთი ძილი ვიცი_ასეთ სიტუაციაშიც კი ეცინება დეას. ჟაკეტს იცვამს და ტელეფონს იმარჯვებს.
-საღამოს თერთმეტზე შევხვდეთ სანაპიროსთან ხო გცალია?
-კი, მოვალ_დაეთანხმა, მიუხედავად იმისა რომ ღამის თერთმეტზე თან დღევანდელი დაგვიანების გამო არავინ გამოუშვებდა.
-წავედი_ვატოს ლოყაზე სწრაფად კოცნის და სახლიდან რაკეტასავით ვარდება. კიდევ კარგი შედარებით ახლოს ცხოვრობენ, ათ წუთში სახლის წინ იყო. სულიერად მოემზადა დატუქსვისთვის და შიგნით შევიდა. მთელი ოჯახი დივანზე იჯდა, საეჭვოდ მშვიდად, დეა მათ წინ ნელა დადგა. ძმას გაუღიმა და თვალებით ანიშნა მიშველეო, მაგრამ მკაცრი სახე არ მოუშორებია, სავარაუდოდ ისიც გაბრაზებული იყო დეაზე. ასე რომ გოგოს იმედი სულ გადაეწურა და თავი ჩახარა.
-სად იყავი? ან სადაც გინდა ყოფილიყავი გაგეფრთხილებინეთ მაინც_დაიწყო დედამ.
YOU ARE READING
I FEEl, I SEE
Randomუსინათლი ბიჭზე და ერთ უბრალო, მაგრამ განსაკუთრებულ გოგოზე. სიყვარულის ისტორია.