ოცდამეოთხე თავი

23 4 2
                                    

RULE N°24: "YOU WILL NEVER FORGET HIM/HER, YOU KNOW THAT".

-ბიჭო რისთვის მომიყვანე მეტყვი თუ არა, თუ წავიდე?_ამბობს ვატო, დიდხნიანი დუმილის შემდეგ და გოჩას გაბრაზებული მზერით შესცქერის.

-ათი წუთიც მოიცადე რა_ვატო თვალებს ატრიალებს, გოჩას გასალანძღად პირს აღებს, მაგრამ მაშინვე ხურავს, როდესაც ოთახიდან მომავალ ორსულ გოგოს ხედავს.

-შენი ცოლია?_ეკითხება გოჩას და ახლა მას უყურებს. გოჩას ღიმილი ეპარება და თავს ნელა უქნევს, თანხმობის ნიშნად.

-საცოლე_ესმის შორიდან გოგოს ხმა და ძლივს მოაბიჯებს, ვატოს ეღიმება. გოჩა დგება და მას ეხმარება, დივანზე რომ დასვას. გოჩა და ნუცა გვერდიგვერდ სხდებიან, ვატოს პირისპირ.

-ესეიგი მამა ხდები_რაღაცნაირად ამბობს ვატო, ვერ ხვდება რა რეაქცია უნდა ჰქონდეს. ისიც არ იცის აქ რა ჯანდაბას აკეთებს, მათ არც იცნობს წესიერად.

-ჰოო, ასე გამოვიდა_ვატო უღიმის. თან დეას ლაპარაკს იხსენებს, ძმაზე და მის შეყვარებულზე, ზუსტად ისეთი იყო ახლა მის წინ გოგო, როგორსაც დეა აღუწერდა, რამდენიმე წლის წინ.

-ნუცა ხო?_გოგო გაკვირვებული ეთანხმება ბიჭს.

-საიდან იცი?_ვატოს ეღიმება თავისთვის.

-დეა მიყვებოდა ხოლმე თქვენზე_მოგონებებში ეშვება. გოგო გაოცებული უყურებს თავის ქმარს.

-ეს ვატოა_ნუცას ეღიმება და ყველაფერი ნათელი ხდება მისთვის.

-ზუსტად ისეთი ხარ როგორიც წარმომედგინე, ოღონდ ეს მუცელი რაღაც ახალია_გოგოს ეცინება, ვატოც იღიმის.

-დეას ელოდები ხო? სავარაუდოდ აქ მოდის ახლა_გოჩა ხმაურიანად ახველებს და ცოლს ანიშნებს რომ გაჩუმდეს, მაგრამ უკვე გვიანია. ვატო მკაცრ მზერას არ აშორებს გოჩას.

-გასაგებია რა საქმეც გქონდა_დივნიდან დგება.

-ვატო..._იწყებს გოჩა, მაგრამ ვატო არ აცლის.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now