მძიმედ მიიწევს ჯიმინი სახლში. გული ეკუმშება იმის წარმოდგენაზეც კი, თუ რა შეიძლება იქ დახვდეს. კარის შეღება აღარ უნდა, რადგან შიშით ხელები უკანკალებს. ბილიკზე მიმავალს საერთოდ არ ესმის სიტყვა 'გამარჯობა', ნაცნობები რომ მიუგდებენ ხოლმე შორიდან. თითებს აწვალებს, იმდენად, რომ სისიხლიც კი სდის. პარკს ძლიერად უჭერს ხელს. ოხრავს, სახლს უახლოვდება, დიდი გალავნებით გარშემორტყმულს, ხის დაძველებულ, მაგრამ მძიმე და მოქმედ კარებს როგორღაც აღებს და ეზოში შედის. სახლი ანათებს, როგორც ჩანს მოურთავთ, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს აღნიშნავენ, ანუ რაღაც ხდება. ჯიმინი შეკავებულ ჰაერს უშვევს, რადგან ხვდება, რომ დღეს არანაირი ჩხუბი არ იქნება, ალბათ.
ცელოფნებს სამზარეულოში ტოვებს, თავად კი დაღლილი მიიწევს კიბეებზე, რომ ახალი ტანსაცმელი გამოიცვალოს. ოთახიდან დაბალი საუბრის ხმა გამოდის, ოდნავ შეღებულ კარებს აწვება და თეჰიონს ამჩნევს საწოლებს შუაში იტაკაზე მჯდარს. ხმაურის გამო მაშინვე კეცავს წიგნს და ბალიშს აფარებს ზედ.
- შემაშინე,- გულზე იდებს ხელს,- მეგონა მამა იყო.
- მაპატიე, არ ვიცოდი,- ოხრავს და საწოლზე ჯდება. თეჰიონი კვლავ აგრძელებს წიგნის კითხვას. ბიჭი ცხრამეტი წლისაა, სკოლა როგორც კი დაამთავრა მამამ სწავლის გაგრძელების უფლება აღარ მისცა. უნივერსიტეტში არ ჩაუბარებია, შესაბამისად ისევ და ისევ მშობლიურ სახლში, ბუსანში ცხოვრობს და ერთადერთო სანდო და ახლო ადამიანი ვინც კი მთელ დედამიწაზე გააჩნია, მხოლოდ ჯიმინია,- რამე ხდება? თუ დავაგვიანე? რას აღნიშნავს ამჯერად?
- როგორც გავიგე, ვიღაც კაცი მოდის მამასთან,- მხრებს იჩეჩს,- მგონი რაღაც საქეზე უნდა ისაუბრონ.
- როგორც ყოველთვის,- ატრიალებს თვალებს,- ალბათ რამდენი საქმეა. აქ რატომ ზიხარ?
- არ ვიცი, მე უფლება არ მომცეს სამზარეულოში შევსულიყავი,- მხრებს იჩეჩს თეჰიონი,- ალბათ ზედმეტად მნიშვნელოვანია ის კაცი, რადგან მოსამსახურეებიც კი დაიქირავა დასახვედრად.
YOU ARE READING
Nadeleine
Actionროდესაც იმედს კარგავ და ფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა, სწორედ მაშინ გამოჩნდება, სინათლე, პატარა მზის სხივი, რომელიც კვლავ შემოიჭრება შენს ცხოვრებაში და გააფერადებს. ჯიმინისთვის კი ჯონგუკი იყო პატარა ნაპერწკალი. - 13.10.22 - 25.12.22