17.

876 69 29
                                    

ჯიმინი სულს და გულს დებს გამოწყობის დროს. თვალებს ლამაზად იხატავს, ძალიან უბრალოდ, თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. ჯონგუკი ზუსტად შვიდ საათზე მოდის სახლში, ოთახში იკარგება, მაშინვე აბაზანაში შერბის. ჯერ რატომღაც ნივთები ისევ ცალ - ცალკე ოთახებში უწყვიათ, არადა ერთად სძინავთ ალფას სულ რაღაც თხუთმეტი წუთი სჭირდება. გამზადებული გამოდის იქიდან და ჯიმინს კომპლიმენტების ზღვას აყრის.

რესტორნამდე სულ რაღაც ოც წუთში მიდიან. ომეგას სკამს უწევს, უღიმის და მის წინ იკავებს ადგილს. შეკვეთის შემდეგ თვალებში შესციცინებს მომღიმარს, ჯიმინი უდაოდ ლამაზია, მისი სახის მოყვანილობა, ტანი, გარეგნობა, ყველაფერი განსაკუთრებული და ლამაზი აქვს. ჯონგუკს შურს კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმარია და ყოველთვის შეუძლია უყუროს მას.

- ასე რატომ მომაშტერდი?- აფხიზლებს ჯიმინი.

- ვფიქრობ, იმ დღეს ჩემი სასმელი რომ
არ დაგელია, ახლა სად ვიქნებოდით,- არ მალავს ჯონგუკი.

- ჰმ, შეიძლება მე ისევ სახლში ვყოფილიყავი, შენ კი აქ, სეულში. ალბათ ჰოსოკი ტვინს შეგიჭამდა, მე კი დიდი ალბათობით იმ ალფის მეუღლე მერქმეოდა და მთელი ცხოვრების ჯოჯოხეთში გატარება მომიწევდა,- არ მალავს ჯიმინიც საკუთარ ფიქრებს.

- წარმოდგენაც კი არ მინდა რა დღეში შეიძლებოდა, რომ ყოფილიყავი,- ოხრავს ჯონგუკი,- მამაშენზე რა ისმის.

- მამიკო სასამართლოს მერე არ მინახავს, ისე დამარტყა და დამამდანაშაულა ყველაფერში, თითქოს ჩემი ბრალი იყო,- მხრებს იჩეჩს ჯიმინი,- არ მიცდია მისი მოძებნა, თუ ასე აწუხებს ის ფაქტი, რომ მისი ქმარი ციხეშია, შეუძლია ყოველ შაბათს მიაკითხოს მნახველების დღეზე და იცხოვროს მშვიდად იქ, სადაც ცხოვრობს. მის შეწუხებას არ ვაპირებ, ისედაც იტანჯება.

- მიხარია რომ მყავხარ,- იღიმის ჯონგუკი

- ჯონგუკ... არ ვიცი ჰოსოკმა საიდან გაიგო და მე რატომ მითხრა, მაგრამ გავიგე, რომ მინჰიოკი კიდევ მოვიდა შენთან კომპანიაში,- ზმუის ჯიმინი, თითქოს რამე დანაშაულს აღიარებდეს.

NadeleineWhere stories live. Discover now