14.

600 66 68
                                    

შუა ნაწილიდან ამაზე ვწერდი, არ ვიცი თქვენ როგორ გინდათ.

გინდა მოუსმინეთ, გინდა არა.

~ ~ ~*~*~ ~ ~

თეჰიონი ზლაზვნით გამოდის ოთახიდან, თვალებს იფშვნეტს, ჯერ პიჟამოებიც კი არ გაუხდია. ჰოსოკის ოთახის კარებთან ჩერდება, შემდეგ ჩუმად იჭყიტება, არ ჰგონია რომ ბიჭს სძინავს, რადგან თითქმის შუადღეა. სწორადაც ფიქრობს, რადგან ალფას ხელში ტელეფონი მოემარჯვებინა და რაღაცას გამწარებული თამაშობს. თეჰიონი ბოლომდე შედის შიგნით, საწოლს უახლოვდება და ხელს მოხრილ მუხლში ურტყამს, რომ მისი ყურადღება მიიქციოს.

- მეტკინა,- წუწუნებს ჰოსოკი.

- ასე არც მოგეფერებოდი,- ატრიალებს თვალებს თეჰიონი და გვერდით უჯდება,- როგორ ხარ? თავი ხომ არ გისკდება?

- სულაც არა,- ბუზღუნებს ალფა და ვერ ხვდება დილიდან ასეთი გაბრაზებული რატომ არის თეჰიონი,- რამე დავაშავე?

- რა უნდა დაგეშავებინა?- მზერას არიდებს და საკუთარ მუხლებს აშტერდება,- კარგი, საუზმეზე ჩამოდი მაშინ.

ფეხზე დგება და უსიტყვიდ გადის ოთახიდან, აბაზანაში შედის და შემდეგ პიჟამოების ამარა მიფრატუნებს სამზარეულოში, როგორც ჩანს დილით იონსო გასულა ნამჯუნთან ერთად, ასე რომ, სახლში მხოლოდ ოთხნი არიან. ჯიმინი რაღაცას მონდომებით ამზადებს, თეჰიონის შემხედვარე ეღიმება და სკამისკენ ანიშნებს ჯონგუკის გვერდით.

- რა სახე გაქვს?- ინტერესდება ჯონგუკი.

- მეძინება,- ოხრავს და თავს მაგიდაზე დებს.

- ვინმემ გაგაღვიძა? დაგეძინა.

- ვერ ვიძინებ,- ოხრავს,- არ შემიძლია სხვის საწოლში ძილი.

NadeleineWhere stories live. Discover now