ჯიმინი თვალებს რომ ახელს, ხვდება, რომ სახლში, საწოლში წევს. შეშინებული იწევა, თეჰიონსაც აღვიძებს. ასე ჰგონია წინა ღამე მოეჩვენა. დაბნეული აცეცებს თვალებს, ელოდება, სანამ ომეგა გამოფხიზლდება და ყველაფერს უამბობს.
- რა მოხდა?- შეშფოთებული კითხულობს,- მგონი სახლში არ ვიყავი, არა?
- გუშინ ღამით ვიღაც ჯონგუკმა დარეკა ტელეფონზე, კიდევ კარგი მე დამირეკა, სახლამდე მოგიყვანა. ბარში რა გინდოდა?- აყრის ერთმანეთს თეჰიონი,- კიდევ კარგი, რომ მამა სახლში არ იყო, თორემ ვერცერთი გადავურჩებოდით.
- მახსოვს,- ბლუყუნებს ჯიმინი და ბალიშში რგავს თავს,- ყველაფერი გამახსენდა, ღმერთო, მომკალი, თეჰიონ, გთხოვ.
- მამიკომ თქვა, რომ ხვალ მოვა სასიძოს ოჯახი, ამიტომაც უნდა, რომ დღეს საყიდლებზე გაჰყვე, რათა კარგი ტანსაცმელი გეცვას,- ბურდღუნებს თეჰიონი,- ასე უნდა დანებდე?
- არ ვიცი,- იქუფრება ჯიმინი,- ალბათ. უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო.
- მინდა გითხრა, რომ ის ალფა სიმპატიური იყო,- ხითხითებს თეჰიონი,- გავიგე, რომ ქორწინება შეგითავაზებია, მართლა გინდა მის მსგავს უცნობზე დაქორწინება?
- საიდან გაიგე,- გაკვირვებული კითხულობს,- გუშინ შემთხვევით მისი სასმელი დავლიე და იმდენად იმოქმედა ჩემზე, ვერ ვხვდები რატომ მახსოვს ყველაფერი.
- სახლში შემოყვანა უნდოდა, მაგრამ გავაჩერე. ძლივს აგაწიწკნე, მაშინაც ქორწინება შესთავაზე,- ეცინება კვლავ,- უხერხულად ჩაიცინა და თქვა, რომ იფიქრებდა.
- სულელი ვარ,- უკან ბრუნდება ჯიმინი.
- შენი სახე... დალურჯებულია,- სარკეს უწვდის თეჰიონი,- ალბათ ისევ მაკიაჟით მოგიწევს დაფარვა.
- როგორც ყოველთვის,- ჯიმინს სეჯუნის ხმა რომ ესმის, მაშინვე სააბაზანოში შედის და ათ წუთში უკვე გამზადებული ელოდება მამიკოს კარებთან. ხედავს მანუ როგორ დაკვირვებით ითვლის ფულს და ეუბნება, რომ თანხაში ჩაეტიონ, შემდეგ კი უშვებს, ჯიმინს შორიდან ამრეზით ათვალიერებს.
YOU ARE READING
Nadeleine
Actionროდესაც იმედს კარგავ და ფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა, სწორედ მაშინ გამოჩნდება, სინათლე, პატარა მზის სხივი, რომელიც კვლავ შემოიჭრება შენს ცხოვრებაში და გააფერადებს. ჯიმინისთვის კი ჯონგუკი იყო პატარა ნაპერწკალი. - 13.10.22 - 25.12.22