6.

529 66 13
                                    

მშობლების წასვლის შემდეგ, ჯონგუკი იბარებს, რომ რაღაც საქმეზე უნდა გავიდეს. კარების კოდს ქაღალდზე უწერს და ეუბნება, რომ ცოტახანში ჰოსოკი მოვა თეჰიონთან ერთად. ალფა დილით წუწუნით მიჰყვებოდა ნამჯუნს, სანამ ჯონგუკმა ომეგის სახელი არ უხსენა, ნახევარი საათი იდგა კარებში და იმას ელოდებოდა, როდის ჩალაგდებოდნენ უფროსები. ჯონგუკი უბარებს, რომ მას მხოლოდ წამოყვანა ევალება, რადგან თავად ყველაფერი მოაგვარა მანუსთან. ისიც გახარებული ახტება საჭეს და პირდაპირ თეჰიონის სახლისკენ მიიწევს.

- მოემზადე,- ისმის სეჯუნის ხმა ოთახში და თეჰიონი დენდარტყმულივით ხტება ადგილზე,- ცოტახანში მოგაკითხავენ და შენს ძმასთან წახვალ.

- მართლა?- გაბრწყინებული კითხულობს, რადგან დილიდან ჯიმინს არაფერი უთქვამს.

- მალე წამოხვალ, იქ დარჩენაზე არც იფიქრო,- აფრთხილებს შვილს,- ჩაიცვი, მალე აქ იქნება ის ალფა.

თეჰიონი ხვდება ვისზეც ეუბნება მამიკო, უკმაყოფილოდ დგება ფეხზე და ემზადება. სულ რაღაც ხუთ წუთში უკვე ქვევიდან უყვირიან და ისიც უბედური, მაგრამ გულში იმით ბედნიერი, რომ ძმას ნახავს კუნტრუშით ჩადის კიბეებზე. ჰოსოკი ეზოში იცდის, მანქანას მიყუდებული ტელეფონში რაღაცას ჩასჩერებია.

- წავედით,- აფხიზლებს თეჰიონის ხმა.

- გამარჯობა მაინც გეთქვა,- ამოთქვამს ნაწყენი ალფა,- რა უტაქტობაა.

- ჩემს ძმასთან მიმიყვანე,- უხეშად ამბობს თეჰიონი და მანქანაში ჯდება. ჰოსოკი მთელი გზა საუბრის წამოწყებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. როგორც კი აპარტამენტში მიჰყავს ომეგა, ჯიმინს ეხვევა, თითქოს გუშინ არ ენახოთ ერთმანეთი, თავად კი სამზარეულოში გადის, რათა ხელი არ შეუშალოს მათ და ჯონგუკს ელოდება. დილით არ უთქვამს სად მიდიოდა და არც თავად ჩასძიებია, მაგრამ საეჭვოდ დადის ბოლო სამი დღეა სადღაც და არ მოსწონს მისი ეს გაუჩინარება.

NadeleineWhere stories live. Discover now