11.

537 63 31
                                    

ჯონგუკს უკვე აღარ შეუძლია ასე უმოქმედოდ ჯდომა, არც ექიმები ჩანან და არც ექთნები. ჯიმინი მის გვერდით ზის, მის მკლავს ეხვევა და ამშვიდებს, მაგრამ ხვდება, რომ ახლა ეს საერთოდ ვერ ეხმარება.

- ჯონგუკ,- ეძახის ხმადაბლა და პატარა წყლის ბოთლს უწვდის. ერთი საათის წინ გამოვიდა თეჰიონის პალატიდან, ომეგას ისევ მშვიდად სძინავს,- გამომართვი, დალიე.

- მადლობა,- ძლივს ამოთქვამს დაღლილი. კედელს ეყრდნობა, მზერას ისევ ჰოსოკისკენ აპარებს.

- ექიმს ველაპარაკე,- ამბობს ახლადმოსული ნამჯუნი,- თქვა რომ დღეს აქ ყოფნას აზრი არ აქვს. ჯონგუკ, ჯიმინ, სახლში წადით. თეჰიონსა და ჰოსოკს ჩვენ მივხედავთ.

- არა მამა,- ოხრავს ჯონგუკი და ფეხზე დგება,- სახლში ვერ გავჩერდები, ვერ დავიძინებ, სჯობს შენ წახვიდე და დაისვენო, მამიკოც დაღლილია, დილით მოდით.

- მაგრამ...

- გთხოვ მამა, თანაც ჯიმინიც აქ რჩება. ასე რომ, თავს მივხედავ და მასაც,- მკლავზე უთათუნებს ხელს. ნამჯუნი აღარ ეწინააღმდეგება, იონსოსთან ერთად მიდის, თან იბარებს, რომ დილით ადრე მოვლენ და ამჯერად თავად მოუწევთ სახლებში წასვლა. ჯონგუკი ისევ დერეფანში ზის ჯიმინთან ერთად.

- წამოდი, რამე მაინც ჭამე,- ესმის ომეგის ხმა,- ცუდად გახდები.

- არ მინდა.

- გთხოვ, მეც შენთან ერთად წამოვალ,- ხელზე ეჭიდება და მისი მზერის შემდეგ ფეხზე დგება. ჯიმინთან ერთად ჩადის კაფეტერიაში და მსუბუქ საკვებს უკვეთავს. ჯონგუკი ჩუმად ზის, ჩხირებით აწვალებს სალათს, მაგრამ მაინც ჭამს ცოტას,- თეჰიონის პალატაში დავრჩები დღეს, შენც შემოდი. დივანი მაინც დგას და იქ დაიძინებ.

მის მზერას აწყდება ჯიმინი.

- ჰოსოკთან ახლოს არის, ასე რომ, რამე თუ მოხდება მაშინვე გავიგებთ,- სუსტად უღიმის.

- კარგი,- ჯიმინს ძალიან მოსწონს ის ფაქტი, რომ ჯონგუკი არ ჯიუტობს. მართლა არ უნდა მთელი ღამე გაატაროს დერეფნის ცივ სკამებზე, მაშინ, როცა ჰოსოკს ჯერ არ გაუღვიძია.

NadeleineWhere stories live. Discover now