13.

561 64 48
                                    

ჯიმინი თავს ბევრად უკეთ გრძნობს. ერთი კვირა თითქმის სახლში გაატარა. ამ პერიოდში ჰოსოკიც გამოწერეს საავადმყოფოდან და ამჯერად ჯონგუკის მშობლების სახლში რჩებოდა, თეჰიონთან ერთად. ნამჯუნი დაკავებული იყო მანუს საქმით და სასამართლოთი. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ყველაფერს თავად მიხედავადა და ამისთვის პასუხს აუცილებლად მოსთხოვდა საკადრისად, რის გამოც თეჰიონის ცრემლები და მადლობები დაიმსახურა. ჰოსოკი იმაზე მეტად წუნია გახდა, ვიდრე ოდესმე იყო, თეჰიონს უკვე ყელში ჰქონდა. სამზარეულოში ყოფნისას ხშირად იონსოსთან ერთად წუწუნებდა და ამას კუთხეში მიმწყვდეული ნამჯუნი ისმენდა, შორიდან ისე ჩანდა, თითქოს დაქორწინებული წყვილი იყვნენ და მშობლებს ეწუწუნებოდა ჰოსოკის ბავშვურობის გამო, მაგრამ ალფა მაინც არ წყვეტდა. უკვე კარგად იყო, ადგომაც კი შეეძლო, მაგრამ ჯიუტად იმეორებდა, რომ ვერ დადიოდა, ამიტომაც თეჰიონი მოიგდებდა მხარზე მის ხელს და თავად დაჰყავდა ხოლმე.

- დამღალე უკვე,- კივის გაბრაზებული, რის გამოც ნამჯუნისა და იონსოს ყურადღებასაც იქცევს,- მე ექთანი კი არ ვარ, თუ გიჭირს და კვდები პირდაპირ თქვი, ტრამვატოლოგიურში დაგაწვენთ მაინც.

- კარგი რა, რა დავაშავე ახლა ისეთი?- სახე ეცვლება ჰოსოკს და ქვედა ტუჩს აგდებს ნაწყენი.

- რა დააშავე? კიდევ ვერ ხვდები რა დააშავე?- სიბრაზისგან თეჰიონი ჰოსოკს ხელს უშვებს, ალფა არ მოელოდა და მოულოდნელობის გამო ინერციით უკან მიდის, კიბეზე მყოფი თავს ვერ იკავებს და ბოლო სამ საფეხურს ახტება, შემდეგ კი ჩვეულებრივად ფეხებზე დგება,- ასეც ვიცოდი, საძაგელო არსებავ, ვიცოდი რომ კარგად იყავი და მატყუებდი.

სისინებს თეჰიონი და თითის ქნევით ჩამოდის კიბეებზე.

- ნუ კარგი, უბრალოდ მომწონდა შენ რომ ზრუნავდი ჩემზე,- ხელებს იფარებს ჰოსოკი და ნამჯუნისკენ მიდის, რომ თავი დაიცვას.

NadeleineWhere stories live. Discover now