5.

547 65 24
                                    

ჯონგუკი მოუთმენლად ელის მამის გამოჩენას, რომელიც წესით წუთი - წუთზე უნდა მოვიდეს. მთელი ღამე ვერ დაიძინა, მაგრამ, რადგან ჰოსოკს მკვდარივით ეძინა და არც ომეგების ოთახში ენთო შუქი, აღარ შეუწუხებია არცერთი, ტელეფონით ირთობდა თავს.

- კიდევ მაგას უზიხარ?- ოთახში შედის ჰოსოკი,- გადი, გაიარე. სიმამრი მოთაფლე, აქ რას წევხარ?

- მამას ველოდები,- უბრუნებს ეკრანს,- არ მინდა მასთან წამის გატარებაც კი, დარწმუნებული ვარ კარგად არ დავასრულებთ.

- ძალიან კი მინდა მეც რინგზე შევაგდო და ვაცემინო ან ვინმეს უფლება მივცე ტანკით გადაუაროს, მაგრამ მაინც, სიმამრია, გაძლება,- ხითხითებს ჰოსოკი და კარებს იხურავს. ზუსტად ხუთ წუთში ჯონგუკს მესიჯი მოსდის, რომ ნამჯუნი უკვე ადგილზეა. მაშინვე ჯიმინს ატყობინებს და მათ დასახვედრად მიდის. მანუ უკმაყოფილოდ მიიწევს წინ, მაგრამ გარეთ გასული მდიდრულ მანქანასა და უამრავ საჩუქარს რომ ხედავს, შეკრული წარბები ნელ - ნელა ეხსნდება და ჯონგუკს უყურებს, რომელიც მაღალ ალფას რაღაცაზე ესაუბრება.

- გამარჯობა,- იღიმის ნამჯუნი და დიდ ყუთს უწვდის მათ,- ეს პირადად თქვენთვის.

- მობრძანდით,- ხელით უჩვენებს სეჯუნი. იუნსო ამრეზით ათვალიერებს ომეგას, მაგრამ მაინც მიჰყვება უკან. სახლი ლამაზია, დიდი ეზოთი, კარგი ამინდის გამო მანუ სტუმრებს ეზოში სვამს და ჯიმინის მოყვანას ითხოვს, რომელიც ცოტახანში ჰოსოკთან და თეჰიონთან ერთად მოდის.

- პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ ამ არეულობის გამო,- იწყებს ნამჯუნი და სეჯუნი მაშინვე იხიბლება მისი განსხვავებული მანერებით,- ჩემი შვილი ცოტათი სულსწრაფია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შესაძლოა ამ
ქორწინებაში რამე მიუღებელი მოხდეს. ან უბრალოდ ზედმეტად იჩქარეს, რადგან მან ასე გადაწყვიტა, დარწმუნებული ვარ გააზრებული ჰქონდა ყველაფერი.

- ნამჯუნ, მესმის შენი, მაგრამ ცოტა არ იყოს ზედმეტად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, მაშინ, როდესაც ჩვენ ქორწილს ვგეგმავდით უეცრად აღმოჩნდა, რომ თურმე ისინი დაქორწინდნენ...

NadeleineWhere stories live. Discover now