16.

584 60 10
                                    

ჯონგუკი უცნაური სახით გამოდის ოთახიდან, პირდაპირ ჯიმინს ეჯახება, კარებთან მდგარს. მკლავებს აშველებს რომ არ წაიქცეს, ომეგა კი გაკვირვებული უყურებს. ვერ გაუგია მიზეზი დილიდან ასე კარგად ყოფნისა.

- რა მოხდა?- კითხულობს საბოლოოდ.

- არაფერი,- ლოყებზე ჰკოცნის და ჯიმინსაც ეღიმება,- გინდა სასეირნოდ წავიდეთ ამაღამ?

- მინდა,- იღიმის ისიც,- მართლა არაფერი მომხდარა?

- გეფიცები, უბრალოდ თავს კარგად ვგრძნობ,- ლოყებს უწელავს და სამზარეულოში გადის საჭმელად. ჯიმინიც სწორედ ამიტომ ეძახდა.

საუზმე მხიარულად მიდის, ჯონგუკი აჟიტირებული უყვება თავისი და ჰოსოკის ძველ ამბებს, ჯიმინი კი ზუსტად ისე იღიმის, ჯონგუკს რომ უყვარს. ალფა რაღაც საქმეებს აგვარებს მდივანთან, შემდეგ კი ჰოსოკის წუწუნს ისმენს ერთი საათი, იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება ქნას თეჰიონთან მიმართებაში. ჯონგუკი ლამის გინებით უთიშავს.

- როგორ აცივდა,- ბუზღუნებს ჯიმინი და მოსაცმელს იცვამს, შიგნიდან კი შარფს იხვევს.

- მორჩი?- თავს ყოფს ოთახში ჯონგუკი. დენის შემდეგ ხან ჯიმინს სძინავს ჯონგუკის ოთახში და ხანაც პირიქით, მაგრამ მისი ნივთები ადგილზეა, აზრი არ აქვს აქეთ - იქით ტარებას, რადგან მალე სეულში უნდა დაბრუნდნენ. ჯიმინი მანუს სასამართლოს ელოდება, რომელიც ხვალაა.

- მოვრჩი,- უღიმის და მის გამოწვდილ ხელს ეჭიდება. ჯონგუკი ლიფტში უზარმაზარ ფუმფულა ქუდს აცვამს თავზე და ნიკაპს ქვემოთ უკრავს პატარა თოკებს. ჯიმინის ლოყები ამჯერად უფრო ფუმფულა ჩანს,- რა საჭიროა?

- ბუსანია, ზღვა ახლოსაა, თანაც ღამეა, უფრო ცივა,- ლოყაზე ჩქმეტს და მის პატარა თითებში თავისას ხლართავს,- მალე უნდა წავიდეთ, ამდენ ხანს ბუსანში არდადეგების გარდა სხვა დროს არასდროს ვყოფილვარ.

- მაპატიე, ჩემი ბრალია,- ხმადაბლა ამოთქვამს ჯიმინი.

- არა, არა, ამიტომ არ მითქვამს,- ხელებს აფრიალებს ჯონგუკი და ღიმილი სახეზე ახმება.

NadeleineWhere stories live. Discover now