ჯიმინი ჩანთას ალაგებს, ემზადება სეულში წასასვლელად. როგორც ჯონგუკმა ახსენა, ჰოსოკთან ერთად წავლენ, შემდეგ კი მისი მშობლებიც ჩამოვლენ, რადგან ნამჯუნი ფირმაში მუშაობს და მისი შვებულებაც მთავრდება.
- ბევრი რამე დამჭირდება?- წარბებს წევს ჯიმინი და ალფას შეჰყურებს, რომელიც მის ოთახში დივანზე ზის ფეხებმოკეცილი და ტელეფონს ჩასჩერებია.
- ბევრში რას გულისხმობ?
- არ ვიცი, ყველაფერი?- ეცინება ჯიმინს და სავსე ჩემოდანს ხურავს,- მაინც როგორია სეული?
- არ თქვა, რომ...
- არასდრის ვყოფილვარ,- ფრუტუნებს ჯიმინი და საწოლზე ჯდება, ჩემოდანს ეყრდნობა იდაყვებით.
- რადგან იქ ვაპირებთ ცხოვრებას, წამოიღე ყველაფერი, რასაც ხშირად იყენებ. შემდეგ ჯერზეც უნდა ჩამოვიდე, ასე რომ, დანარჩენებს მერე წამოვიღებ,- ომეგა თავს აქნევს და სამზარეულოში გადის ჭიქა წყლის ასაღებად. ერთ საათიანი ჩაბარგების შემდეგ, ჯონგუკი ჰპირდება, რომ აუცილებლად მოაყვანონებს ჰოსოკს თეჰიონს დასამშვიდობებლად და ისიც მშვიდად განაგრძობს საქმის კეთებას.
ჯონგუკი ცოტახანში მანქანაში იწყებს ჩემოდნების ჩალაგებას. ჯიმინი გზას გაჰყურებს, თითქოს წამიც და თეჰიონი გამოჩნდება, მაგრამ ომეგა არ ჩანს, უკვე კვირაზე მეტია არ უნახავს, მხოლოდ მასთან მესიჯობს ხოლმე და ისიც თეჰიონისგან დაგვიანებულ პასუხებს იღებს. ჯიმინმა იცის რომ სწრაგად ვერ უპასუხებს მავრამ მაინც ნერვიულობს, თავს დამნაშავედ გრძნობს რადგან მან თავს უშველა და თეჰიონი კი აქ დატოვა.
- მოდის,- ატყობინებს გაშეშებულ ჯიმინს ალფა და ხელს შავი მანქანისკენ იშვერს,- ასეთი სახით ნუ დგახარ, გაიღიმე, თორემ ისიც მოიწყენს.
- ვიცი, მაგრამ ციტა რთულია,- ცქმუტავს ადგილზე რა დროსაც მანქანა მის წინ ჩერდება. თეჰიონი ჰაერშივე ხტება და ზედ აფრინდება.
YOU ARE READING
Nadeleine
Actionროდესაც იმედს კარგავ და ფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა, სწორედ მაშინ გამოჩნდება, სინათლე, პატარა მზის სხივი, რომელიც კვლავ შემოიჭრება შენს ცხოვრებაში და გააფერადებს. ჯიმინისთვის კი ჯონგუკი იყო პატარა ნაპერწკალი. - 13.10.22 - 25.12.22