9.

530 62 61
                                    

ჯონგუკი ფირმაში მიაბიჯებს, დილით ჯიმინმა სთხოვა კიდევ დარჩენილიყო სახლში, მაგრამ დღევანდელი დღის გაცდენა არ სურდა, სამაგიეროდ დაპირდა, რომ სახლში მალე დაბრუნდებოდა. ასისტენტი უკან მიჰყვება, როგორც კი ალფას ხედავს და რამდენიმე საბუთს უწყობს წინ.

- თქვენთვის ახალი მდივანი ავიყვანეთ,- აცხადებს ომეგა და ქაღალდზე უჩვენებს,- ვჩქარობდით, რადგან ჯენო გაათავისუფლეთ, ამიტომაც კანდიდატებიდან ის ყველაზე კარგი იყო.

- ვინ არის?- წარბებშეკრული შეჰყურებს ქაღალდს და სიბრაზე აწვება,- დაუძახე.

- ბატონო?

- დაუძახე - მეთქი,- ხელს არტყამს მაგიდაზე და ომეგა ადგილზე ხტება. ბურტყუნით გადის და მისაღებში მჯდარ მინჰიოკს ეძახის, რომელიც გაღიმებული მიიწევს ოთახისკენ,- აქ რას აკეთებ?

- იქნებ 'მომენატრე, საყვარელო'-თი დაგეწყო?- ქვედა ტუჩს აგდებს ომეგა.

- აქ რას აკეთებ - მეთქი,- იმეორებს და კიდევ ერთხელ არტყამს მაგიდაზე მუშტს,- თავს რატომ არ მანებებ.

- არც დაგანებებ, ახსნის საშუალებაც კი არ მომეცი. ეს ის არ იყო, რაც შენ დაინახე,- ტონს ცვლის მინჰიოკი და მაგიდაზე ხელებით ეყრდნობა,- ნუთუ გგონია რომ ამას გავაკეთებდი?

- მაშინ რა იყო?- სკამზე ჯდება ჯონგუკი,- რით ახსნი იმას, როგორი სიამოვნებით მოძრაობდი ჩემი ყოფილი მეგობრის...

აპაუზებს, ნამდვილად არ სურს ეს საშინელი სიტყვა გამოიყენოს. ენას კბილს აჭერს და საბუთებს კიდევ ერთხელ უყურებს.

- გათავისუფლებული ხარ,- ქაღალდებს შუაზე ხევს და სახეში აყრის ომეგას.

- ვერ გამათავისუფლებ,- ბრაზობს მინჰიოკი,- ჩვენ კონტრაქტი დავდეთ, სადაც გარკვევით წერია, რომ პირველი ერთი კვირა აყვანიდან ვერ გამათავისუფლებ!

- ჩემი კომპანიაა და ჩემი წესები. ეგ წესიც მე შევადგინე, ასე რომ, გათავისუფლებული ხარ,- ტუჩის კუთხეს ტეხავს და ასისტენტს სთხოვს დაცვა ამოიყვანოს,- თანაც, პირველი ოცდაოთხი საათი დაკვირვებისთვისაა განკუთვნილი, ასე რომ, სჯობდა სხვა პუნქტებიც წაგეკითხა.

NadeleineWhere stories live. Discover now