თეჰიონმა ძალიან კარგად იცის, რომ დილიდან ჯიმინს ოთახში მოსვნებეას არ აძლევენ ის სტილისტები, სეჯუნმა რომ დააყენა. არ ამბობს, მაგრამ ძალიან კარგად ხვდება, რომ ჯიმინის იქ დატოვებას აპირებს. შეშინებული ალაგებს ყუთებში ყველაფერს და ერთი სული აქვს წამი მაინც გამოუჩნდეს დრო, რომ მაშინვე მასთან მივიდეს. სამწუხაროდ, ვერც ოთახში აკითხავს, ვერც ეზოში ჩამოსვლის დროსაც ხედავს და მანქანაშიც უკან უწევს დაჯდომა, ამიტომაც სიტყვის თქმას ვერ ახერხებს, მხოლოდ წერილს კუჭავს მის ჯიბეში შეძლებისდაგვარად, სადაც ეუბნება, რომ ტელეფონთან ჰქონდეს კონტაქტი.
ჯიმინი გატრუნული, მკვდარი სახით ზის. იცის რომ შეტოპა, წუხელ ვიღაცის ქმარი გახდა, ახლა კი აღარც ის ჩანს და ფიქრობს, რომ მეორედ უწევს დაქორწინება. გზა ისე გადის, ვერც კი იგებს. ორმოცი წუთის შემდეგ, მანქანა თითქმის მთაზე ადის, დიდი სახლის წინ ჩერდება, როგორც ჩანს მდიდრების უბანია. თეჰიონი ყველაფერს დაკვირვებით ათვალიერებს, ტელეფონზე მალულად მესიჯობას არ წყვეტს. ჯიმინს ლამის სეჯუნი მიათრევს მანქანიდან და მარტო წამითაც არ ტოვებს, თითქოს გაიგო მათო გეგმის შესახებ. ომეგები სახლში შედიან, სტუმრები ეგებებიან. ჯიმინს ჯივონის გვერდით აყენებენ, ალფა მაშინვე ხელს ჰკიდებს მხარზე, იხუტებს. ომეგას ისევ გულუს რევის შეგრძნება ეუფლება.
- ხელები მოაშორე ჩემს ძმას,- სისინებს თეჰიონი და ტკბილეულებით სავსე ყუთს მკერდზე აჯახებს,- და გამომართვი მძიმეა.
- ცოტა პატივისცემა, ქვისლო,- სახეზე ღიმილით ამოთქვამს, მაგრამ თეჰიონი კარგად იგებს მის ტონს,- მე ხომ პატივს გცემ.
- ჩემს ძმას ხელები - მეთქი,- ღრინვით ამოთქვამს და ყუთებს ხელებში აჩეჩებს, შემდეგ კი ჯიმინს თავად ხვევს ხელს და გვერდით ისვამს. ჯივონი მათ პირდაპირ ჯდება. თეჰიონი მშობლების ყველა სიტყვას უსმენს, ხელებით კი ჯიმინის მაჯები უჭირავს, ომეგა ხმას არ იღებს, თავდახრილი ზის და ლოცულობს, რომ ჯონგუკმა რამე გააკეთოს რადგან აქ ყოფნა კიდევ და კიდევ უფრო ცუდად ხდის და ეშინია ბოლოს რამე საშინელება არ დაატრიალოს.
YOU ARE READING
Nadeleine
Actionროდესაც იმედს კარგავ და ფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა, სწორედ მაშინ გამოჩნდება, სინათლე, პატარა მზის სხივი, რომელიც კვლავ შემოიჭრება შენს ცხოვრებაში და გააფერადებს. ჯიმინისთვის კი ჯონგუკი იყო პატარა ნაპერწკალი. - 13.10.22 - 25.12.22