ჯიმინი გაოგნებული დგას ადგილზე. თეჰიონი კიდევ უფრო გაოგნებული, ჰოსოკზე რომ არაფერი ვთქვათ, დარეტიანებული შეჰყურებს მეგობარს და ფიქრობს, რომ ყოფილის ღალატმა და დაშორებამ მთლიანად გამოულაყა ტვინი. სახე ნელ - ნელა ემანჭება და ხელში არსებული ბოთლები უცვივა.
- რა თქვი?- ის და ჯიმინი ერთდროულად კითხულობენ, რაც ცოტა არ იყოს ჯონგუკის გაკვირვებასაც იწვევს.
- დავოქრწინდეთ, მაშინ შენ შემომთავაზე, ახლა კი მე გთავაზობ,- იღიმის ჯონგუკი და ცოტა არ იყოს ჰოსოკსაც კი აშინებს მისი ასეთი ქცევა, რადგან ცოტა ხნის წინ, სწორედ ის ტიპი ცემა, ვისაც ორი წელი ემეგობრებოდა და ვინც უღალატა, მის შეყვარებულთან დაწვა, ახლა კი მისთვის სრულიად უცნობს დაქორწინებას სთავაზობს.
- ცოტა ალოგიკურია,- იჯღანება ალფა,- ცოტაზე მეტად, ცოტა ძაან.
ამატებს ბოლოს.
- რას ბოდავ,- ტუჩს ღრეცს ჯიმინი და იმედი აქვს თეჰიონი რამეს იტყვის.
- რატომ? პირველმა ხომ შენ შემომთავაზე,- მხრებს იჩეჩს ჯონგუკი.
- მთვრალი ადამიანი ათას სისულელეს ამბობს,- ტონს უწევს გაბრაზებული.
- პირიქით, მთვრალი ადამიანი სრულ
სიმართლეს ამბობს,- გამაღიზიანებლად იღიმის ჯონგუკი. შენ ახალგაზრდა ქმარი გჭირდება, მე კი პარტნიორი.- შენ სულ გაგიჟდი,- შუბლს იზელს ჯიმინი.
- ისე არ არის ცუდი აზრი,- თეჰიონის პასუხი მთლად აგიჟებს ჯიმინს,- იმ კაცზე დაქორწინებას, მგონი ეს სიმპატიური სჯობს.
- კარგი, ვიცით, რომ სიმპატიურები ვართ, არ არის ყურადღების გამახვილება საჭირო,- ეცინება ჰოსოკს.
- შენ ვინმემ გახსენა? ჯონგუკი ვიგულისხმე,- ყალბ ღიმილს ჩუქნის სახეზე ემოცია შემხმარ ჰოსოკს და მზერა სიძეზე გადააქვს,- ჩათვალეთ გარიგებით ქორწინება, მანამდე, სანამ
ჯიმინი დამოუკიდებელი არ გახდება. ჯონგუკ, მას ძალიან უნდა უნივერსიტეტში სწავლა თუ შენ დაეხმარები...
YOU ARE READING
Nadeleine
Acciónროდესაც იმედს კარგავ და ფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა, სწორედ მაშინ გამოჩნდება, სინათლე, პატარა მზის სხივი, რომელიც კვლავ შემოიჭრება შენს ცხოვრებაში და გააფერადებს. ჯიმინისთვის კი ჯონგუკი იყო პატარა ნაპერწკალი. - 13.10.22 - 25.12.22