თოვლის ნატეხი

127 23 10
                                    

დილით, ძალიან ადრე გამეღვიძა. ერთადერთი, რაზეც შემეძლო მეფიქრა იყო ის, რომ მთაზე ავსულიყავი და ჯომინისთვის ის თოვლის ნატეხი ჩამომეტანა, რომელიც გუშინ შევამჩნიე მთის კალთაზე.
სახლში ყველას ეძინა. გადამღები ჯგუფის წევრებსაც კი. უჩუმრად ავდექი, პირდაპირ პიჟამოებზე მოვიცვი თბილი ქურთუკი, ფეხზე მოხერხებული ბოტასები და სახლიდან უხმაუროდ გავიპარე.
მზე ახლახანს იწყებდა ამოწვერვას ჰოროზონტზე.
ბილიკს დავადექი მთის კალთისკენ.
საშინლად ციოდა, მაგრამ მე არ მციოდა, პირიქით..
მღელვარებისგან და ფიქრებისგან, რომ ჯიმინს გავახარებდი და მის ბედნიერ, საყვარელ ღიმილს დავინახავდი, მთელი სხეული მიხურდა.
ნახევარი საათი ასე ვიარე.. თან არემარეს ვათვალიერებდი და იქაური სილამაზით ვტკბებოდი.. ფოტოგრაფიული მეხსიერება ჩართული მქონდა და ყველა კადრი საგულდაგულოდ შევინახე გონებაში..
აი თოვლსაც მოვკარი თვალი..
ეტყობა ამ ადგილს მზე არ სწვდება, რადგან სულ პატარა თოვლის ნატეხი დამხვდა გაყინული.. მართალია სითეთრე უკვე ნაცრისფერში გადადიოდა, მაგრამ ჯიმინის გასახარებლად მაინც გამოდგებოდა..
ძლივს მოვტეხე პატარა ნაჭერი და არემარეს თვალი მოვავლე კმაყოფილმა.. ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ქვემოთ დავეშვი სახლისაკენ..
როდესაც ბილიკის ბოლოს მივუახლოვდი, თვალი მოვკარი უკვე ყველას ეღვიძა და ფუსფუსებდნენ..
გაკვირვებულ მზერას არ მაშორებდნენ, მაგრამ ბოლოს ვიღაც მიხვდა ხელში რაც მეჭირა და მაშინვე სახლში შევიდა.. ცოტახანში კი, ჯიმინთან ერთად დაბრუნდა..
გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა.. ვცდილობდი სუნთქვა მეკონტროლებინა რომ ძალიანაც არ დამტყობოდა ჩემი ემოციები, მაგრამ ამაოდ..
როცა ჯიმინის საყვარელ ღიმილს მოვკარი თვალი, მეც ოცდათორმეტივე კბილი გადმოვყარე იმ წამსვე..
რას მიკეთებს ეს ადამიანი.. რატომ ვარ ასეთი ბედნიერი როდესაც მას ვხედავ?! რატომ მაქვს შეგრძნება რომ ფრენა შემიძლია და მწვერვალების დაპყრობა?!
აი ისიც.. მე მიყურებს და ელოდება..
ცოტახანში ვერკვევი ემოციების მოზღვავებისგან და გაღიმებული თოვლის ნატეხს ვუწვდი..
-ეს ჩემთვის ჩამოიტანე ჯონგუკა?! - მეკითხება და მე ლამის მიწა გამომეცალოს მღელვარებისგან..
-ჰიონ.. შენ ხომ თოვლი გიყვარს, არა?! - ვამბობ პირველ სიტყვებს, რაც გონებაში მომდის და ისევ უხერხულად და ბედნიერი ვიღიმი..
-მართალია ჯონგუკა.. - მეუბნება და თოვლის ნატეხს მართმევს, მერე კი თმას მიჩეჩავს და მიცინის..
მისი სიცილი, ჩემთვის მზეა.. მზე, რომელიც ყველაზე ცივ დღეს და ყველაზე ცუდ მომენტებს მინათებს და მითბობს..

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now