-ჯონგუკ.. დავიჯერო, მართლა ამდენად მოგწონვარ, რომ წიგნის მაღაზიაშიც კი შემომყევი და მთელი ნახევარი საათია უკან დამყვები?!
-საიდან მოიტანე რომ დაგყვები? უბრალოდ წიგნებს ვათვალიერებ..
-არ გამაცინო რა გთხოვ.. ჩემს სტალკვას თუ არ მოეშვები, მაგ ლამაზ სახეს გაგილამაზებ იცოდე.. უკვე ნერვებზე იწყებ თამაშს..
-ანუ, ფიქრობ რომ ლამაზი სახე მაქვს ჯიმინ?! - ეღიმება ჯეის და წარბებს ეშმაკურად ათამაშებს.
-ღმერთოოოო.. - ქაჩავს თვალებს ჯიმინი თავგაბეზრებული და ოხრავს.. -ოღონდ ეს ხისთავიანი ჩამომაშორე და ვინმე სხვა მოაწონე და ვფიცავ, მთელი ერთი თვე ყველის ბურთულებს არც კი გავეკარები, არადა კარგად იცი როგორ მიყვარს.. - ბუტბუტებს ვითომ მისთვის და თან წიგნს ჩაშტერებია.
-ღმერთს ნუ აწუხებ ჯიმინ.. ჩემთან არაფერი გამოუვა.. მაინც ჩემი გახდები..
-როგორც შენ იტყვი ხისთავიანო..
-შეიძლება ხისთავიანი ვიყო, მაგრამ ნახე რა კუნთები მაქვს.. - იცინის ჯეი და ბიცეფსებს ათამაშებს..
-ხის თავშიც რომ ავარდნილი აქვს.. - ატრიალებს თვალებს ისევ ჯიმინი თავგაბეზრებული.. -მოდი რა ვქნათ იცი?! - ეუბნება უცებ ჯეის..
-რა?! - კითხულობს ისიც დაინტერესებული..
-თუ ამ წიგნს ხვალ საღამომდე წაიკითხავ და მერე ჩემთან განიხილავ, უფლებას მოგცემ ნახევარი საათი ერთად დავსხდეთ კაფეში.. რამდენ წიგნს წაიკითხავ, იმდენ ნახევარ საათს დაამატებ ჩემთან გასატარებელ დროს.. რას იტყვი?!
-თანახმა ვარ. - ამბობს ჯეი და წიგნს დაჰყურებს 'ბაღის ჭიების მომრავლების 10 ხერხი' აწერია წიგნს და ჯეის სახეზე საშინელი გრიმასა ეხატება, მაგრამ დანებებას არც ფიქრობს.. -ჭკუაში მომიგე არა? - ეუბნება ჯიმინს, რომელიც სიცილით კვდება და წიგნების თაროს აკრავს მის სხეულს, ხოლო ზემოდან საკუთარით ფარავს.. -კარგად დაიმახსოვრე პაკ ჯიმინ.. ამ მაღაზიის ყველა მოსწაყენი წიგნის დაზეპირებაც რომ მომიწიოს, შენ მაინც ჩემი გერქმევა, ამიტომ ვითამაშოთ.. მიყავრს თამაში.. ბოლოს, მაგ ტუჩებს რომ დავაგემოვნებ, მე გავიცინებ გამარჯვებული.. აბა რას იტყვი?! დავიწყოთ?!
-ხვალ ამ დრომდე, ბაღის ჭიებზე ყველაფერს მომიყვები.. - ამბობს ჯიმინი, საჩვენებელი თითით ჯეის ეხება და მისი სხეულიდან იშორებს, მკლავ ქვეშ ძვრება და სასურველი წიგნების თაროსკენ მიდის, თან გულში ზეიმობს და უხარია, ასე მაინც შეძლებს ეს სიმპათიური ხისთავიანი, რომელიც ასე ძალიან მოსწონს ცოტა გააწვალოს და თავში რამე ჩაუდოს.. სახალისოა და თან ამით დიდ კაიფს იჭერს.. ამ ზაფხულს თან მეტი გასართობიც არ აქვს.. ასე, რომ..
