-ბამააა.. - ეფერება ჯონგუკი ოთახში ჩუმად შემოპარულ ბამს და ცდილობს ჯიმინი არ გააღვიძოს.
-მოგწონს მამიკოს ახალი ტატუ ბამ? მართალია მეორე მამიკოსთვის არ უკითხავს ნებართვა, როცა იკეთებდა მაგრამ ნახე რა ლამაზი გამოვიდა.. ოღონდ ჩუმად.. - იდებს ტუჩებზე თითს მოჩურჩულე ჯონგუკი.. -ამის შესახებ მამიკომ არ გაგვიგოს.
-გვიანია.. მამიკომ ყველაფერი გაიგონა.. - ტრიალდება საწოლში ჯიმინი და ისიც ბამის მოფერებას იწყებს. -ასეც ვიცოდი, რომ მოგეწონა, მაგრამ ზედმეტად მავნე ხარ იმისთვის, რომ ეგ გეთქვა ჯონგუკ.. - იცინის ჯიმინი და თან ჯონგუკს მოზრდილ თმას უჩეჩავს. -მიდი.. მითხარი.. როგორ მოგწონს ჩემი ახალი ტატუ? გაახარე მამიკო.. - ეუბნება და თან თვალს უკრავს გაღიმებული.
-ლამაზია.. მომეწონა, მაგრამ..
-ოჰ ჯონგუკა.. ოჰ.. როდის უნდა გაიზარდოო..
-მომდევნოზე ერთად წავიდეთ.. არ დამიმალო. - ბუსხავს ტუჩებს ჯონგუკი საყვარლად და ჯიმინი მაშინვე მის დაჩქმეტას იწყებს.. ვეღარ უძლებს უმცროსის სისაყვარლეს..
-არ დამიმალავს, მაგრამ კარგი.. მომდევნო ერთად გავიკეთოთ.. ოღონდ ახლა კიდევ ერთხელ მითხარი როგორ მოგწონს ჩემი ახალი ტატუ და შეიძლება საჩუქარიც მიიღო.. - წევს ცალ წარბს ეშმაკურად ჯიმინი..
-აი ასეე.. - იწყებს ჯონგუკი და თან თითების ბალიშებს ასრიალებს ნაზად ჯიმინის ყელიდან, ხერხემლისკენ..
ბამი კი, აღარავის ახსოვს, რომელიც კუთხეში დგას და თავის კუდს ეთამაშება სანახაობით გაოცებული..