პირველი და უკანასკნელი 'სელფი'.
ჯიმინს, ტელეფონი ხელში უჭირავს და ეკრანზე ორი ბიჭის სახე ხედავს, რომლებსაც განშორება არ უნდათ, მაგრამ მოუწევთ.
უნდა ფოტოს გადასაღებ სენსორს შეეხოს, მაგრამ თითი არ ემორჩილება.
უცებ, მის მტევანს, ცხელი, თვალიდან ქურდულად ჩამოვარდნილი ცრემლი ეცემა..
ადგილი, სადაც ცრემლი დაეცა ეწვის.. გულიც ეწვის.. სულშიც ცეცხლი უგიზგიზებს, მაგრამ უძლურია..
-ჯიმინ.. წარმოთქვამს მის სახელს უმცროსი ჩურჩულით და მარცხენა ხელს უფრო მჭიდროდ ჰხვევს უფროსს.. -არ მინდა წავიდე.. დაგტოვო.. არც კი ვიცი ვნახავთ თუ არა ერთმანეთს ოდესმე.. ჯიმინაა.. - იკრავს მჭიდროდ უკვე მერამდენედ უფროსის სხეულს, უმცროსი ტანზე და ხელს ისევ მაგრად ჰხვევს.. თითქოს ამას თუ გააკეთებს, ის არ წავა.. არ დააშორებენ ერთადერთ ადამიანთან, რომელთანაც საკუთარი თავი იპოვა.
ჯიმინი სენსორს ხელს აჭერს..
ფოტო გადაღებულია..
სელფი, რომელიც პირველი და უკანასკნელია ამ ორის ცხოვრებაში.