-მოდი ჩემთან..
-ნწუ..
-მოდი ჯონგუკ..
-არა..
-კარგი გეყოს.. მოდი ჩამეხუტე..
-მრცხვენია..
-კი, უნდა გრცხვენოდეს, მაგრამ მაინც.. მოდი ჩემთან.. - ამბობს ჯიმინი და ისევ ხელებს შლის ჯონგუკის შესაგებებლად.
ჯონგუკივ დარცხვენილი ნელნელა მისკენ იწევს.. თვალებში ვერ უყურებს უფროსს, რადგან ძალიან სცხვენია, მაგრამ რა ქნას?! თავის გაკონტროლება ძალიან უჭირს, როცა ჯიმინს ვინმე ეხება.. თუნდაც უბრალოდ.. მეგობრულად.. არ აქვს მნიშვნელობა..ჯიმინი ხელებს ძლიერად ჰხვევს უმცროსს და თან გრძნობს მის დაძაბულ სხეულსა და დარცხვენილ სახეზე მოდებულ ალ-მურს..
-ჯონგუკ..
-ჰმმ..
-ასე აღარ მოქცე, კარგი?! მპირდები?!
-არ ვიცი ჰიონ..
-თავის გაკონტროლება უნდა ისწავლო ჯონგუკ. ხომ იცი, რომ მე - შენ მიყვარხარ და სხვა არავინ მაინტერესებს.. ეს ხომ იცი, არა?!
-ვიცი!
-მაშინ? მ! რა გემართება ყოველთვის?
-არ ვიცი.
-რა გიყო მე შენ?! აღარ ვიცი უსაფუძვლო ეჭვიანობა და მესაკუთრეობა როგორ მოგაშლევინო..
-ჩამეხუტე და მოვიშლი.. - დუდღუნებს საყვარლად უმცროსი და ჯიმინსაც ეღიმება.. უფრო მაგრად იკრავს დიდ სხეულს გულში და ჯონგუკის თმას ცხვირით ეთამაშება.
-ასე კარგია?! - ეკითხება ცოტახანში..
-კი, მაგრამ..
-მაგრამ.. - სწევს წარბს უფროსი..
-მაკოცე!
-ჰმ.. გაუმაძღარო ეჭვიანო მესაკუთრევ.. - ამბობს ჯიმინი და თან ღიმილით დაჰყურებს უმცროსის, საკოცნელად, საყვარლად გამობზეკილ ტუჩებს.. და ისიც ეტანება ამ თხელ, მაგრამ გახურებულ ბაგეებს.. ჯერ ნაზად, ხოლო შემდეგ უფრო ვნებიანად.. ხოლო, როცა დიდი სხეულის ქვეშ ექცევა ცოტახანში და უკვე ჟანგბადის მარაგიც ეწურება, ცდილობს თავი დაიხსნას, მაგრამ აბა მესაკუთრეს სად გაექცევა..