მწარე შოკოლადი

66 14 2
                                    

გადასაღებ მოედანს Måneskin - ZITTI E BUONI აყრუებს..
კამერების ჩხაკუნის ხმა..
ვიზაჟისტები, დიზაინერები, ასისტენტები, ფოტოგრაფის დამხმარეები.. ყველა საქმიანად დაფაცურებს..
ყველა მუსიკის რიტმს არის აყოლილი..
ორი მოდელი.. ბრენდის, ორი ახალი სახე.. თავიანთი საქმით არიან გართულნი..
პოზირებენ..
სახარბიელო პოზებს იღებენ, რომ ბრენდის ახალი კოლექცია მეტად მიმზიდველი და გაყიდვადი გახადონ..
ორივე თითქოს უხერხულადაა, მაგრამ ეს მათი საქმეა..
ამაში, ფულს უხდიან..
ესაა პოპულარობის საზღაური..
აკეთო ის, რაც არც ისე შენია, მაგრამ საჭიროა..
ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული და შენც მიჰყვები დინებას..

-ჯონგუკ, ჯიმინს საჯდომზე ხელები შემოაწყვე.. - ყვირის ფოტოგრაფი და დაძაბულად ამოწმებს კადრს.
-ჯიმინ სახე.. აი ასეთი.. კარგია პატარავ.. მიდი.. ასე გააგრძელე..
-ჯონგუკ, მეტი მამაკაცურობა.. სექსუალური ემოცია მინდა.. მჭირდება.. აი ასე.. კარგია საყვარელო.. - და ასე დაუსრულებლად..

ჯიმინსაც და ჯონგუკსაც უკვე სიქა აღარ დარჩათ..
დაიქანცნენ, მაგრამ..
-ბოლო კადრი გადაღებულია.. - ისმის ბოლოს და ორივე შვებით ამოისუნთქავს..
ორივე მაშინვე გასახდელისკენ მიისწრაფვის და ერთი სული აქვთ აქაურობას თავი დააღწიონ..

-ჯიმინ კარგად ხარ? - ისმის შეშფოთებული შეყვარებულის ხმა ჩურჩულით.. ჩურჩულით, რადგან არავინ იცის, სინამდვილეში ამ ორს შორის რა ხდება.. -წყალი მომაწოდე.. - ჯონგუკიც მაშინვე წყლის ბოთლს სტაცებს ხელს, იქვე მაგიდიდან და მინის აწვდის, თან გვერდით უდგება საყრდენად..
ჯომინი, წყალს სვამს და უღონოდ ეყრდნობა შეყვარებულის ძლიერ სხეულს..
-ისევ იშიმშილე, არა?! - წევს წარბს ჯეი და მკაცრი მზერა ჯიმინისკენ აქვს მიმართული..
-გადაღებამდე უნდა დამეკლო..
-ჯიმინ, ამის დედაც.. რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ იდეალური სხეული გაქვს.. არ გჭირდება უაზრო შიმშილი იმისთვის, რომ ამ დედამოტყნულ ჯინსებში, უფრო მეტად მიმზიდველი გამოჩნდე.. ვერ შეგაგნებინე..
-ნუ მიყვირი, წამიყვანე სადმე ვჭამოთ.. ალბათ, ერთ დიდი ძროხას შევჭამდი ისე მშია.. - ეღიმება ჯიმინს და დაძაბულობა იმუხტება..
-ჯერ მე გავალ და ჩვენს პარკში დაგელოდები.. შეძლებ მარტო მოსვლას? თუ უნდა ვინერვიულო?
-არა, წადი და მოვალ.. აი იქ, ჩანთის ჯიბეში შოკოლადია მომაწოდე.. ცოტას მიშველის.. - ჯეიც სურვილს უსრულებს და აკვირდება როგორ ჭამს ნეტარებით ჯიმინი შოკოლადს.. სულ მოითხვარა ტუჩები და სახე..
'ხანდახან რა ბავშვია' - გაირბენს აზრი ჯეის გონებაში და ჯიმინს უახლოვდება.. მზერას არ აშორებს, შავ, მწარე შოკოლადში მოსვრილ, ჯიმინის სავსე ტუჩებს და იმ წამსვე ეწაფება მათ, როგორც კი საშუალება ეძლევა..
ხარბად..
მომთხოვნად..
ასმაგი ნეტარებაა როცა ჯიმინის ტუჩებს, შოკოლადის გემო დაჰკრავს..
ვერ გაძღები..
სულ გეშიება, მაგრამ მუღამიც ხომ ამაშია..

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now