-ჯიმინ, კარგად ხარ?
-კი, ჯონგუკ..
-ხომ არ გცივა?
-არა, შენ?
-არც, მე..
-კარგია..
-ჯიმინ, გინდა მოგეხვიო?
-უკვე მეხვევი ჯონგუკ.. - ეღიმება ჯიმინს და ჯონგუკის ფეხზე ასრიალებს ხელს მზრუნველად..
-მართალია.. - იღიმის ჯინგუკიც.. -მაგრამ შემიძლია უფრო მაგრად მოგეხვიო..
-გინდა გამგუდო?
-არა..
-მაშინ ისე იჯექი, როგორც ზიხარ..ხუთი წუთის შემდეგ..
-ჯიმინ, ხომ არ გცივა?
-ჯონგუუკ.. გეყოსს..
-თავს გაბეზრებ?
-არა, უბრალოდ ჩუმად იყავი და მომეფერე..
-მაგრამ მინდა გელაპარაკო..
-კარგი.. რაზე გინდა მელაპარაკო?
-მითხარი ამწუთას რას გრძნობ..
-კარგი.. ამწუთას ძალიან ბედნიერი ვარ.. ფეხებზე, მდინარის გრილი წყალი მელამუნება, მაგრამ მე, მხოლოდ შენს გრილ თითებზე მეფიქრება, რომლებიც ცოტახნის წინ, ჩემს სხეულს იკვლევდნენ და მეფერებოდნენ.. კანზე, შენს მხურვალებას ვგრძნობ და არ მყოფნის.. მინდა მეტად გგრძნობდე.. მინდა, ერთმანეთის ნაწილი ვიყოთ.. შენი სველი თმა, ჩემს სახეს ეხება და სასიამოვნოდ მაჟრჟოლებს.. შენი გულის ცემა კი, ჩემსას ერწყმის და სასიამოვნო, ნაზ მელოდიად ედება ჩემს სმენად.. აი, ამ ყველაფერს ვგრძნობ და კიდევ უფრო მეტს, მაგრამ ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ამიტომ მოდი გაკოცებ და მიგახვედრებ.. - ასრულებს ჯიმინი საუბარს და ჯონგუკისკენ აბრუნებს თავს.. მის სახეს, ხელებს შორის იქცევს და ცხვირით, ჯეის ლოყას ეთამაშება.. ნელნელა ტუჩებისკენ იწევს და რამდენიმე წამში, მათ ერთმანეთს აერთებს..ორი გახშირებული გულის ცემა იღვრება ნაცნობი მელოდიასავით მდინარის ნაპირას და ტალღების რიტმულ რხევას ერწყმის.. ცხელი, სველი და ვნებიანი კოცნა კი, თავდავიწყების ორომტრიალში ისვრის ორ შიშველ სხეულს, რომელთაც სამყარო მიატოვეს და ახალი, უცნობი და შორეული გალაქტიკებისკენ აიღეს გეზი.