მთვარე..
ტალღების ხმა..
მარილიანი წყლის შხეფები, ჩვენს გახურებულ კანზე..
მისი სურნელი, რომელიც არასდროს მყოფნის, როგორც უჰაერო ოთახში გამოკეტილ ადამიანს, ჟანგბადი..
ცხვირით, მის ხერხემალს დავუყევი.. მთვარის ფაზების გასწვრივ..
ეს ტატუ მაგიჟებს, მისი კანი მაგიჟებს, ისიც მაგიჟებს..
უკვე აღარ ვიცი ზღვარი, რეალობასა და სიგიჟეს შორის..
როცა მასთან ვარ, უსასრულობის მორევში ვიკარგები და ნებას ვაძლებ ჩამითრიოს სულ უფრო ღრმად და ღრმად..
არ მეგონა სიყვარული ასეთი თუ შეიძლება ყოფილიყო..
დაუოკებელი.. სიგიჟით და გამუდმებული შიმშილის გრძნობით სავსე..
ვერასოდეს ვნაყრდები, არადა მინდა გავძღე..
მის სხეულს მჭიდროდ ვიკრავ ჩემსაზე..
ხელებს ვხვევ და სუნთქვის საშუალებას არ ვაძლევ..
მეშინია..
მეშინია, ზედმეტი გრძნობების და სიგიჟის ზღვარზე, რაიმე არ ვავნო..
მეშინია, მეშინია არ მატკინოს..
ის, ჟანგბადია, რომელიც ასე მჭირდება, რომ ვიარსებო..
მისთვის კი, ნახშირორჟანგი ვარ, რომელიც წამლავს..
მაგრამ..
ერთმანეთის გარეშე, ვერასდროს ვიარსებებთ და ჩვენც ვარსებოვთ..
![](https://img.wattpad.com/cover/334022246-288-k923217.jpg)