საცეკვაო მოედანზე ორი ბიჭი დგას. თითქოს მათთვის სამყარო გაჩერდა და მხოლოდ ისინი არსებობენ..
ირგვლივ სიბნელეა.. მხოლოდ ორი პროჟექტორის მწველი ნათება ანათებს მათ სახეებს..
იღიმიან..
ერთმანეთს უღიმიან..
ერთმანეთის თვალებში იკარგებიან..
მხოლოდ ისინი არსებობენ და სხვა დანარჩენი ილუზიაა..
ჯონგუკი - ჯიმინის სილამაზისგან თავბრუდახვეული, მჭიდროდ ჰხვევს მის მეწყვილეს წვრილ წელზე ხელს და ისინი მუსიკის რიტმს ჰყვებიან..
სრიალებენ..
თავდავიწყებით..
თითქოს დღეს პირველად და უკანასკნელად დგანან ყინულზე..
მუსიკის ხმა იქაურობას აყრუებს, მაგრამ მათ მხოლოდ ერთმანეთის გულის ცემა ესმით და ამ რიტმს ეცეკვებიან..
თავდავიწყების პიკში ჯონგუკი კონტროლს კარგავს საკუთარ თავზე და ჯიმინის ბაგეებს მშიერი ეწაფება..
ფუმფულა, თბილი და ტკბილი ტუჩების შეგრძნებას ის, სულ სხვა სამყაროში გადაჰყავს..
არ სჯერა..
არ სჯერა რომ ოცნება აუხდა და ჯიმინთან ერთად ყინულზე იცეკვა..
არ სჯერა რომ ჯიმინის ბაგეებს ემთხვია.. ამაზე ხომ უკვე უსასრულობააა ოცნებობს..
არ სჯერა, მაგრამ მოუწევს დაიჯეროს..
რადგან გაწყვეტილ კოცნას ჯიმინი აახლებს და ისევ თავდავიწყებაში მისრიალებენ, აღფრთოვანებული მაყურებლების ყიჟინის ფონზე..