ტრენდი

66 14 1
                                    

-ჯიმინ, მოისვენე.. ჯერ მუსიკა არ ჩამირთავს.. ნაბიჯს ნუ დგამ..
-ჯონგუკ, რას აიჩემე ეს ტიკტოკი.. დავიღალე.. მერამდენე დუბლია.. - წუწუნებს ჯიმინი და თან ბოლო წვეთ მოთბინებას იშველიებს, რომ ჯონგუკს არ ჩასცხოს და გაექცეს..

-რაც ეს ტიკტოკი გააკეთე, სიცოცხლე გამიმწარე.. ბუზღუნებს, მაგრამ მაინც არ მიდის..
-მეგონა მოგწონდა.. გუშინ კარგად პოზიორობდი, ახლა ტრენდზე..
-იმას, ამდენი წვალება არ დასჭირვებია..
-ხვანცალებ და კადრს მიფუჭებ.. ყველაფერი შენი ბრალია.. მოისვენე და გამოვა.. თან ვიცი მოგეწონება.. მოდი კიდევ ერთხელ..
-ჯონგუკ, იცოდე ბოლოა.. მერე უნდა წავიდე.. რეპეტიცია მაქვს.. ყველა შენსავით უსაქმური ტიკტოკერი არაა..

აჰა, დაიწყო ბოლო დუბლის გადაღებაც.. ჯიმინი მოდის, ტრიალდება და ჯონგუკის ფეხებ შორის ჯდება.. მისი, ნაიკის კედებიც მშვენივრად ერგება, ჯონგუკის მაღალყელიან, შავ ბალენსიაგას 'მაჯლაჯუნებს'..

-ასე რააა.. - ისმის ბოლოს კმაყოფილი ჯონგუკის ხმა.. -დავასრულეთ. დავამონტაჟებ და ავტვირთავ..
-აბა წარმატებები უსაქმურო.. მე წავედი.. -
იღიმის 'განთავისუფლებული ტყვე' და სამსახურისკენ მიჰქრის ბედნიერი.

საღამოს, დაღლილი ჯიმინი, საწოლში წვება და ინტერნეტში ძრომიალს იწყებს.. უცებ, ახსენდება დღევანდელი წვალება და ჯონგუკის გვერდზე შედის ტიკტოკზე.. აი ისიც.. მათი ახალი ტრენდი.. მილიონობით ლაიქი და ნახვა.. კომენტარებზე არაფერს იმჩნევს..

'ვაუ.. რა მაგარი წყვილი ხართ!'
'მეც მინდა ჯიმინის ადგილას ყოფნა.. როგორ გაუმართლა!'
'როგორ გავხდეთ ნაიკის კედები!'
'თქვენ ორმა სიყვარული უკვე აუხსენით ერთმანეთს?!'

ჯიმინი წევს და კომენტარებს თვალებგაფართოებული კითხულობს.. თან ეცინება, მაგრამ ამასთან, რაღაცნაირ უხერხულობასაც გრძნობს.

უცებ, ნაცნობი 'სისხლისმსმელისგან' მესიჯი მოსდის: -აბა, როგორ მოგეწონა გამოხმაურებები ვიდეოზე ჩემო სიყვარულო?!
-მიდი რა ჯონგუკ.. ერთი არ ატრაკებდე.. - აგზავნის პასუხს, ნეტს თიშავს და მობილურს ტუმბოზე დებს. გვერდზე ბრუნდება საწოლში და დაძინებას აპირებს, მაგრამ ახლა უკვე, ტელეფონზე მოსული მესიჯის წრიპინა ზარი აბრუნებს და აღებინებს ისევ ტელეფონს ხელში..

'მიყვარხარ უჟმურო! ღამე მშვიდობისა! ' - კითხულობს ჯიმინი და თან თბილად ეღიმება.
-მეც მიყვარხარ უსაქმურო იდიოტო.. - ბურტყუნებს თავისთვის და ძილის სამყაროში გადასაბარგებლად, თავს ბალიშზე ათავსებს გაღიმებული.

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now