'Power couple' - რამდენჯერ გამიგია ეს ფრაზა, უამრავ ცნობილ წყვილზე, მაგრამ არავის, აი არავის, მორგებია ისე, როგორც ამ ორს, ახლა, ჩემს ობირქტივში რომ იწონებენ თავს.
ჯონგუკი და ჯიმინი. ეს ორნი.. მათ შორის საოცარი ქიმიაა.
პირველად, როცა ფოტოსესიისთვის მათი ფოტოები მანახეს და მირჩიეს ისინი გამომეყენებინა ახალი ჟურნალის გარეკანისთვის, არ ვაპირებდი, მაგრამ..
დავინახე..
დავინახე ის სიძლიერე, გავლენა, ქიმია, მიზიდულობა, სილამაზე და ცეცხი, რაც ამ ორს შორის არსებობს და გიზგიზებს.
მას შემდეგ, ორივე, ჩემი ობიექტივის განუყრელი მასპინძლები არიან.
აი ახლაც, უბრალოდ შეხედეთ.. სიტყვები არ მყოფნის აღვწერო ის, რასაც ჩემი თვალები განიცდიან ამ ორის შემყურენი..
უბრალოდ, უნდა დადგე, უყურო და დატკბე.
ზუსტად ამას ვაკეთებ ახლა მეც.