საყვარელსახიანი

95 16 6
                                    

არ უნდა მეჩხუბა, მაგრამ უკვე გვიანია..
ყველაფერი მტკივა..
სახე დასისხლიანებული მაქვს და სისხლის ჟანგის გემოს ენაზე ვგრძნობ..
ჩუმად ვიგინები, რადგან ზემოდან მაწვიმს.. მაგრამ ერთის მხრივ კარგია, რადგან წვიმის ცივი წვეთები, რეალობაში დაბრუნებაში მეხმარებიან..

ბრაზი ნელნელა ცხრება..
უცებ, წვიმის წვეთებიც ქრება..
ზემოთ ვიხედები..

თავზე ქოლგა მახურავს და ქოლგიდან უსაყვარლესი სახე მიმზერს, რომელიც შეშფოთებას განასახიერებს..
-კარგად ხართ?! - მეკითხება საყვარელსახიანი.. მე ჩუმად ვარ და მისი სახის შესწავლას განვაგრძობ..

ეს საზიზღარი სისხლის გემო.. აღარ უნდა შეწყდეს?! - გამიელვებს გონებაში და სისხლნარევ ნერწყვს ვაფურთხებ..
-კარგად ხართ?! - მიმეორებს ისევ შეშფოთებულ/საყვარელსახიანი..
მეღიმება..
-არამიშავს.. - ვპასუხობ და ისიც ოდნავ იღიმის..

'რა ლამაზია' - მოდის ფიქრი და ისევ მეღიმება.. მინდა ისევ გავაღიმო.. არ მეყო მისი ღიმილი.. კიდევ მინდა..
აი..
ისიც, ისევ იღიმის და ტკივილი მავიწყდება..

-შემიძლია რამით დაგეხმაროთ? - მეკითხება ისევ..
-ადგომაში დამეხმარე.. - ვეუბნები და ისიც ცალი ხელით ადგომაში მეხმარება..

მართალია სხეული ძალიან არ მტკივა, მაგრამ თავს ვიკატუნებ, თითქოს სიარული მიჭირს.. მინდა მოვეხვიო და მისი თბილი სხეული ვიგრძნო, ამისთვის კი საუკეთესო გზა უკვე ვიპოვნე..
მის სუსტ, პატარა სხეულს ცალი ხელით ვეხვევი და მთელი ჩემი სხეულის სიმძიმით ვაწვები..
თან მეშინია არ დავაზიანო.. ისეთი ფაქიზია..

-საით? - მეკითხება..
ხელში პარკი დავუნახე და მაშინვე აზრი დამებადა..
-ახლოს ცხოვრობ? - კითხვაზე, კითხვითვე ვპასუხობ..
-კი.. - მეუბნება.. მე კი, ჩუმად მეღიმება.. ესეც ასე..
-მაშინ შენთან.. - ვეუბნები და მის ცნობისმოყვარეობითა და აღელვებით სავსე თვალებს, მზერას არ ვაშორებ..
-ჩემთან?! - იმეორებს ჩემს სიტყვებს..
-ხო შენთან.. მე აქედან შორს ვცხოვრობ, ამიტომ ჯობია შენთან წამიყვანო.. ამ წვიმაში, ნაცემს, აქ ხომ არ დამტოვებ?! - ვეუბნები და თან თავს რაც შეიძლება საწყლად ვაჩვენებ..
მის სინდისზე მზაკვრულად ვთამაშობ, მაგრამ ამ ბიჭს ხელიდან ვერ გავუშვებ.. რაღაცას ვგრძნობ.. ჯერ არ ვიცი რას, მაგრამ.. რაღაც ძალიან სასიამოვნოს, ძლიერსა და მიმზიდველს..
-კარგი მაშინ.. - ყოყმანობს ბიჭი..
-ნუ გეშინია მანიაკი არ ვარ.. აქაურობას გავეცალოთ და ყველაფერს მოგიყვები.. დამეხმარები?! - და ისევ სინდისზე გათვლილი ჩემი მზერა..
-კარგი.. აქეთ წავიდეთ.. - მეუბნება და მეც მივყვები..

ჯერ არ იცის, რომ ამ წუთებიდან მოყოლებილი, სადაც წავა, მეც იქ გავყვები ფინია ლეკვივით.. მაგრამ მალე გაიგებს და იმედია არ გამომაგდებს.. მაგრამ რამდენიც არ უნდა ეცადოს, ვერსად გამექცევა!

ჩანახატები ჯიგუკზე 🐰🐥Where stories live. Discover now