3: ღამე I

9 3 0
                                    


იმ ღამეს ეშმა სახლამდე მშვიდი ნაბიჯებით მიაღწია. მაგრამ მოლი ყოყმანით უახლოვდებოდა ფანჯრის რაფებს.

- მოლი, გძინავს?
- რამე მოხდა, ბებო?
- არაფერი. საბანი მოგიტანეთ. შეიძლება ზაფხულია, მაგრამ ასეთ დროს ცივა.
- არადა არ ცივა.
- როცა ნისლი ჩამოწვება, აცივდება.
- ბუნებას ნისლის არაფერი ეტყობა.
- ჯერჯერობით. ამ ბოლოს ყოველ ღამე ასეა.
- ...
- მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, გარეთ არ გახვიდე. გაიგე?
- გასაგებია.
- ხმაურიც, რომ მოგესმას არ შეიმჩნიო.
- გასაგებია.
- მე ჩემს ოთახში ვარ, თუ რამე მოხდა გაგაღვიძებთ. თქვენც გამაღვიძეთ.
- კარგი.
- ეველინთან ყურადღებით იყავი. თუ სუნთქვა გაუჭირდა ამით სალფელტკი დაასველე და ცხვირზე მოუსვი. ხო და კიდევ, ფანჯარა არ გააღოთ.
- გასაგებია.
- კარგი, ძილინებისა.
- შენც, ბებო.


მოლიმ "ძილინებისა" კი მიიღო, მაგრამ მას შიშიც თან მოჰყვა. უსასყიდლოდ. - ნისლიან ღამეს ასეთი, რა უნდა მოხდეს? ყველა ასეთი სერიოზულია. - ფიქრობდა გულში.

- არ შეიძლება ადამიანი ჩვეულებრივ ღამეს უცნაურად აღიქვმდეს და საერთოდ, ღამე ყველას რატომ აშინებს?

....

- ჰაჰ, ნისლიც კი არაა. ცუდად ხუმრობენ.

შუაღამეს, პირველ სართულზე არსებულმა ძველმა, ანტიკვარმა საათმა ისრებს ჩამოჰკრა.
მოლი შეხტა.

- ჯანდაბა! გაფუჭებული მეგონა.

ხუთი წუთის შემდეგ კი...

- ნისლი... მაგრამ, წამის წინ... ეს აქ არ ყოფილა.

მართალი იყო. მსგავსი სქელი ბურუსი ერთ წუთზე ნაკლებ დროში ჩამოწვა.

- უცნაურია. გასული ზაფხულიდან მსგავსი არაფერი მახსოვს.

ბუნება იცვლება... ან შეიძლება, უბრალოდ ახლა გაიღვიძა.

- ეს ხმა საიდან მოდის? თითქოს ვიღაც... იხრჩობა.

....

- ღმერთო, ევ! ბოთლი...
- მო... ვერ ვსუნთქავ.
- მშვიდად, ნუ ტირი. კარგად იქნები.
- ცხვირი...
- პირსახოცი, პირსახოცი. ღმერთო რა მძაფრია. თავი გააჩერე, ევ. ეს უნდა დაგადო.
- ეგ რა არის?
- არ ვიცი, ალბათ არაყი.
- ...
- სუნს გრძნობ?
- ცოტას.
- არაუშავს.

ყოველ ჯერზე, როდესაც ეველინი ბევრ შაქარს იღებდა, ის ღამე მშვიდად არავის ეძინა. განსაკუთრებით მის დას.

- მო, შეიძლება ფანჯარა გავაღოთ და ცოტახანი იქ დავჯდე?
- მაგრამ, ბებომ მითხრა...
- რა გითხრა?
- ...არაფერი, მოდი. ოღონდ ეს მოიცვი, სიგრილეა.
- კარგი.
- ასე. ამოცოცდი.
- მომწონს, მაგრამ ნისლის გამო ვერაფერს ვხედავ.
- ჰო, რთულია.

უფროსების გაფრთხილებას ვინ უსმენს?! მაგრამ ჯობდა, ის ორი იმ ღამეს ფანჯარასთან არ მისულიყო.

- ორი წამით, ჩემი თოჯინა მინდა. საწოლზეა.
- წადი აიღე.
- დილას საბანში გავახვიე...
- ...იქ, ვიღაც დგას. დარწმუნებული ვარ, რომ წეღან იქ არ იყო.
- რა? მე მითხარი რამე?
- არა, ევ.

- აქეთ იყურება... რა არსებაა?... ფანჯრისკენ მოდის.
- მო!
- გისმენ.
- რაზე ფიქრობ?
- არაფერი. რამე მოხდა?
- ოლაფი არსადაა.
- არაუშავს, დილას ვიპოვით. ახლა ჩაწექი, ფანჯარას ვკეტავ.
- ეჰჰ.

პირველი ხდებოდა, ფანჯარა რომ ჩაიკეტა. ის ორი ზედმეტად ახლოს იდგა. იმდენად ახლოს, რომ მათ შეამჩნიეს. - იმედია, ფანჯარა კარგად დავლუქე. - ფიქრობდა მოლი გულში. - იმედია, ის რაღაც ჩვენ არ გვიყურებდა... - აგრძელებდა. - გთხოვ, ღმერთო. ოღონდ მალე გათენდეს. - ვერ დაიძინა.




მხოლოდ მაშინ, როდესაც ნისლია...Where stories live. Discover now