7.

10 2 0
                                    


ტყემლის ქურდობიდან ორი დღე გავიდა. მოლის დაავიწყდა კიდეც, განცდილი შიშის შესახებ. ეშს კი აინტერესებდა ის მოხუცი ქალბატონი კარგად იყო თუ არა. რატომ არაფერი თქვა? რატომ არ დაიყვირა? რატომ არ გაიგო მთელმა სოფელმა მომხდარის შესახებ? რატომ?
მეც მაქვს ერთი კითხვა. რატომ მოითმინა ეშმა ამდენ ხანს, თუ დარწმუნებული იყო, რაღაცის უბედურებაში?
ის, რომ ბებია მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად იყო, უბედურებას მოასწავებდა. რადგან ჯერ არავის არ ახსოვდა მისი ასეთი სიმშვიდე.

- პელონა, როგორ ხარ?
- ვეილს, მიხარია შენი დანახვა.
- ერთ კუთხეში ვცხოვრობთ და ერთმანეთს მაინც იშვიათად ვნახულობთ.
- არაუშავს, მთავარია კარგად ვიყოთ.
- მართალია. ექიმმა გარეთ სიარული მირჩია.
- სუფთა ჰაერზე ადამიანს ტვინი ეხსნება. სულ თუ არაფერი, ჩემთან მაინც გადმოდი.
- ჯერ კიდევ ვეჩვევი და ახლიდან ვსწავლობ.
- (*იცინის) ყველაფერი კარგად იქნება, ვეილს. ბევრს ნურაფერზე იფიქრებ და უბრალოდ იცხოვრე.
- ჩვენს ასაკში ფიქრის მეტი ადამიანს სხვა რა დარჩენია?
- ამბობ, რომ მოხუცებს ცხოვრება არა აქვთ?
- ბებიას შეხედე, ქალს მხოლოდ ქათმები ადარდებს.
- მერე რა? ყველას სხვადასხვა საზრუნავი გვაქვს, ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? მას ქათმები თავიდანვე უყვარდა და ახლაც მათზე ზრუნავს. პრობლემას ვერ ვხედავ.
- შენ ყოველთვის დადებითს ხედავდი ყველა საქმიანობაში. პეტრეც ასეთი იყო.
- დრო გადის ჩემო ამხანაგო. ფეხს თუ არ აუწყობ, აბა რა ხეირი?
- ბაბუა ვეილს!
- ეველინ? აიი, პატარა იხვის ბატო.
- გამარჯობა ბიძია ვეილს.
- სალამი, მოლი.
- ბოდიშით, რომ ვერევი, მაგრამ ბებიაზე საუბრობდით? შემთხვევით ყური მოვკარი.
- კი, ასეა.
- მისგან ხომ არაფერი გაგიგიათ?
- რა უნდა გაგვეგო, მოლი?
- არ ვიცი, ბებო. არ უჩხუბია, ან რაიმე მსგავსი?
- სამი დღეა მისგან არაფერი გვსმენია. რამე მოხდა?
- არა, არაფერი. ეში თქვენთან ერთად არის?
- არა, ზევით აღმართზე ადიოდა.
- კარგით, მადლობა.
- თუ ნახავ, უთხარი, რომ სახლში მოსვლა ნუ დააგვიანდება. ამინდის გამო, დღეს მალე დაბნელდება.
- აუცილებლად.
- ეგ შენც გეხება, ქალბატონო.
- დიახ, ბებო.

მხოლოდ მაშინ, როდესაც ნისლია...Where stories live. Discover now