- ვინ ხარ?
მოლი, საკუთარ ინტუიციას ენდო და ცდილობდა აქამდე უძრავად მდგარი "ქანდაკებისათვის" ხმა მიეწვდინა.
- ვიცი, რომ ჩემი გესმის.
ნაბიჯი წინ გადადგა.
- შენ... აქ ცხოვრობ?
არ ვიცი, "ქანდაკება" ხმის ამოღებას შეძლებს?
- შენ ქანდაკება არ ხარ, ხომ ასეა?
- უკან დამყვები?
- მიცნობ?
- აქამდე... ერთმანეთს შევხვედრილვართ?
კითხვები და ეჭვები, ერთი მეორის მიყოლებით იფრქვეოდა მოლის ბაგეებიდან. მაგრამ პასუხად, მხოლოდ სიჩუმე ხვდა წილად.
- ხმას არ ამოიღებ? თვალთავლი თუ გინდოდა ცოტა უკეთ უნდა გემოქმედა. ასეთი აშკარა შენიღბვით მარტივად შეგამჩნევენ. არ იცი?
...მოულოდნელად, მოლიმ ნაბიჯი უკან გადადგა, როდესაც "ქანდაკებამ" უძრაობის კანონი დაარღვია.
ამ მოქმედების შემხედვარე, ეს რაღაც გაჩერდა. თითქოს ელოდებოდა მოლის შემდეგ ნაბიჯს, მაგრამ როდესაც ვერაფერი დაინახა, ნაბიჯებს უმატა და ბოლოს მათ შორის მანძილი საგრძნობლად შეამცირა. ახლა ეს ორი ისე ახლოს იდგა ერთმანეთთან, რომ ეს არსება თავისუფლად დაინახავდა მოლის შეშინებულ სახეს.- რა ხარ?
კიდევ ერთი, საპასუხოდ წინგადადგმული ნაბიჯი.- მოახლოება შეწყვიტე!
სიჩუმე სიცილმა გაარღვია. ეს იყო გულის შემაწუხებლად მშვიდი სიცილი.
- გეშინია?
სიცილი, მოულოდნელმა ბიჭის ხმამ შეცვალა.ამის გაგონებაზე, მოლის ერთი პერიოდი ეშის ხუმრობაც ეგონა, მაგრამ იცოდა, რომ ისიც კი არ შეტოპავდა ამ დონემდე.
- ჩემი ისე ძალიან გეშინია, რომ უკან უკან იხევი?
ისე ჩანდა, თითქოს "ქანდაკებას" ამ საუბრისთვის რაღაც მიზანი ჰქონოდა.- კარგად დააკვირდი, ფეხს სად ადგამ, მოლი.
- ჩემი სახელი საიდან იცი?
YOU ARE READING
მხოლოდ მაშინ, როდესაც ნისლია...
Mystery / Thrillerრა მოხდება მაშინ, როდესაც იქ მიდიხარ, საითკენაც გული არ გიწევს? გაექცევი თუ, უბრალოდ სიარულს განაგრძობ? დაკო ერთი ადამიანისთვის სწორედ ასეთი ადგილი იყო. სოფელი, რომელიც რუკიდან წაშალეს, იმაზე მეტ ნისლს იტევს ვიდრე ჩანს. საღამოობით, იქ მარტო დარჩენა...