საღამოს თორმეტი საათისთვის მოლი, გატეხილი ფანჯრის რაფასთან იჯდა.
არანაირი ფიქრები, არანაირი აზრები, საერთოდ არაფერი იყო ახლა მის გარშემო. მხოლოდ სხეული ფხიზლობდა. მხოლოდ თვალები მოძრაობდნენ. მხოლოდ ხელები ლურჯდებოდნენ გამყინავი სიცივის ფონზე.ის, რომ ნისლს ყველასთვის საფრთხე მოჰქონდა, იმ წუთას არაფერს ნიშნავდა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დაკარგული თოჯინის პოვნა იყო. მაგრამ ვაი თუ ვერ იპოვიდა? მერე რას იზამდა? დაკარგულს ახლიდან დაკარგავდა? თუ იმის შეგრძნება გაქრებოდა, რომ რაღაც დაიკარგა?
ამას მე ვფიქრობდი და არა მოლი, რომელიც იჯდა და მოჩვენებას უცდიდა. დარწმუნებული არ იყო, მაგრამ იცოდა, რომ აუცილებლად მივიდოდა.
პირველს ოცი წუთი აკლია.
ორი დაიწყო.
სამის თექვსმეტი წუთი.
კიდევ რამდენ ხანს უნდა ეცადა?
"ქანდაკება" არ გამოჩენილა.
თუ ის არ მოდის, მაშინ მოლი მივა მასთან.
გოგონა სახლიდან გაიპარა.
აზრი კი საით წასულიყო, იმ ცარიელ თავში მხოლოდ ორი გამოერია.სასაფლაოსკენ დაძრულს, სერიოზულად ეგონა, რომ ჭიშკრის შეღებისას, მოჩვენებების ხმას გაიგებდა, სწორედ ისე, როგორც საშინელებათა ფილმებშია აღწერილი. მაგრამ რეალობა სულ სხვა იყო. არანაირი ხმაური, არანაირი ნისლი, მხოლოდ სიჩუმე.
მოლი ვერც კი იფიქრებდა სალაზარების სამარხის ადგილმდებარეობას. მთელი ნაკვეთი, რომც მოევლო ვერ იპოვიდა. ამიტომაც მოანდომა მთელი ოცდახუთი წუთი ათი ქვის დათვალიერებას.
არადა, იმ დღეს ნახევრად გონწასული, რომ არ ყოფილიყო, ის მაინც ეცოდინებოდა დიორენი რა ადგილას ნახა. ან თვალი, რომ გაეხილა და გარშემო მიმოეხედა, იმ ქვასაც დაინახავდა სადაც დიორენ სალაზარი საკმაოდ დიდი ასო ბგერებით ეწერა.
YOU ARE READING
მხოლოდ მაშინ, როდესაც ნისლია...
Mystery / Thrillerრა მოხდება მაშინ, როდესაც იქ მიდიხარ, საითკენაც გული არ გიწევს? გაექცევი თუ, უბრალოდ სიარულს განაგრძობ? დაკო ერთი ადამიანისთვის სწორედ ასეთი ადგილი იყო. სოფელი, რომელიც რუკიდან წაშალეს, იმაზე მეტ ნისლს იტევს ვიდრე ჩანს. საღამოობით, იქ მარტო დარჩენა...