დროის გასვლის შემდეგ, ყველა თავს ისე იკატუნებდა თითქოს და არაფერი მომხდარა. არავინ სვამდა კითხვებს მოლისა და ეშის შესახებ. ყველას დაავიწყდა, გოგონას ღამით სახლში არ მისვლაც.
- "ალბათ იჩხუბეს. სულ ასე იყვნენ. არაუშავს ცოტა დავაცადოთ და გონს თავადვე მოვლენ."
ცოტახნით დაცდამ სამი დღე წაიღო.
- მოლი, ევ, დედათქვენმა დარეკა. თვითმფრინავის ბილეთები უკვე დაჯავშნეს.
- მო, გაიოგონე? დედა ჩამოდის!
- კიდევ გადმოგცეს, რომ ნივთების შეგროვება ახლავე დაიწყოთ, ასე თქვეს ყველაფერს ბოლო დღისთვის ნუ შეინახავენო.
- ბებო, არ გინდა შენც ჩვენთან ერთად წამოხვიდე? ქალაქში იცხოვრებ ჩვენთან.
- მე აქ დავიბადე და აქ გავიზარდე, საყვარელო. ქალაქში ცხოვრებას ვერ შევეწყობი.
- მაინც დაფიქრდი. ეგებ გადაიფიქრო.
- შენ მაინც შეგიძლია ჩემთან მარტო სტუმრობა, მოლი.გულის სიღრმეში, პელონას კარგად ესმოდა, რომ მას აქედან წასვლა სურდა. უბრალოდ არ იმჩნევდა. ეშინოდა, რომ ისევ მომდევნო ორი წელი ვეღარ იხილავდა. ცუდზეც ფიქრობდა, ეგონა მის შვილიშვილებს ბოლოჯერ ხედავდა.
ყოველთვის ასე ხდება. როდესაც ვიღაც მიდის, ან შენ მიდიხარ ცუდი ფიქრები გზად მიგყვებიან. თითქოს, ეს იყოს შენი ბოლო მისვლა, იმ ადგილას, საიდანაც მიდიხარ.- მო, ეშთან დამშვიდობება ნუ დაგავიწყდება.
- რათქმაუნდა.წინა წასვლაზე, პომიდორს ამ ბიჭისთვის არაფერი უთქვამს. უბრალოდ ადგა და წავიდა. არანაირი სიტყვა: "ნახვამდის".
- ევ, რას აკეთებ?
- როგორ თუ რას? სათამაშოებს ვეძებ.
- ალაგებ?
- კი. ოღონდ, მხოლოდ რამდენიმეს დავიტოვებ.
- მშობლები ასე ძალიან მოგენატრა?
- შენ, არა?
- ჩემი ოთახი მომენატრა.
- აქედან წასვლა არ მინდა, მაგრამ იქნებ ბებომ გადაიფიქროს?
- ვერ გადაიფიქრებს, ევ. ეს მისი სახლია.
- შენ გინდა აქედან წასვლა?
- ...კი. როცა დაამთავრებ დაწექი და დაიძინე. მე წყალს მოვიტან.
- დაბლა თუ ჩადიხარ, ორცხობილა წამომიღე, რა.

YOU ARE READING
მხოლოდ მაშინ, როდესაც ნისლია...
Mystery / Thrillerრა მოხდება მაშინ, როდესაც იქ მიდიხარ, საითკენაც გული არ გიწევს? გაექცევი თუ, უბრალოდ სიარულს განაგრძობ? დაკო ერთი ადამიანისთვის სწორედ ასეთი ადგილი იყო. სოფელი, რომელიც რუკიდან წაშალეს, იმაზე მეტ ნისლს იტევს ვიდრე ჩანს. საღამოობით, იქ მარტო დარჩენა...