11.

9 2 0
                                    

- ბებო, კარგად ხარ? ჩემი და სად არის?
- ევ? რატომ არ გძინავს?
- მოს გარეშე ვერ ვიძინებ. როდის მოვა?
- დარწმუნებული ვარ უკვე გზაშია.
- ცუდად ხარ?
- თავს კარგად ვგრძნობ,  ნუ გეშინია.
- მაგრამ არ გეტყობა, რომ...
- არაფერი მიჭირს, ევ.

ეზოდან ჭიშკრის ხმა მოისმა.

- მოლი მოვიდა?
- მო!

ეველინი პირველი გაიქცა და ქალბატონ პელონას გზა გადაუჭრა, თუმცა...

- ეშ?
- საღამო მშვიდობის, ბებია.
- ეშ, მო შენთან ერთად არ არის?
- სახლში არ დაბრუნებულა?
- ველოდებით, მაგრამ ჯერაც არ გამოჩენილა.
- ჩემთან ერთად იყო, ბოლოს სახლში გამოვუშვი და შინ მეც ახლა დავბრუნდი.
- არ მოსულა, არა. ახლა რა უნდა ვქნა?!

პელონამ თავში ხელები შემოირტყა. ფიქრობდა, ერთი მყავდა და მასაც ვერ მოვუარეო.

- დამშვიდდით, გთხოვთ. მას მე ვიპოვი, გპირდებით. თქვენ კარგად არ ხართ, სახლში შედით. მე კი მანამდე აქაურობას დავათვალიერებ.
- გთხოვ, გამაგებინე.
- რათქმაუნდა.

ეში მოლის მოსაძებნად წავიდა. გზად ვინც შეხვდებოდა, ყველას ეკითხებოდა, მის ადგილ სამყოფელს, მათი პასუხი კი ასეთი იყო:

- შვილო, ახლა ისეთი დროა, რომ ყველა სახლებში იკეტება. გიჟიც კი ვერ გაბედავს გარეთ გამოსვლას. აბა მე საიდან უნდა ვიცოდე მოლი სად არის?

არავინ იცის, არავის დაუნახავს, არავის შეუმჩნევია, არავის გაუგია.
ეშმა ნახა ის ბოლოს, მაგრამ ახლა მანაც კი არ იცის სად უნდა ეძებოს მისი ერთადერთი მეგობარი.

- სად ჯანდაბაში გაქრი, მოლი?!

- ხომ ვიცოდი, არა?! ხომ ვიცოდი?!  ასეთ სიტუაციაში მარტო არ უნდა გამეშვი...

იცოდა, იცოდა მაგრამ მაინც გაუშვა. იქნებ ეს მის შეძულებაში დაეხმაროს? მასაც ხომ ეს სურდა? მისგან შორს ყოფნა.

- არსად არ არის. არსად!

- შენ ვეილსის შვილი არა ხარ?

მხოლოდ მაშინ, როდესაც ნისლია...Where stories live. Discover now