- მამალმა იყივლა, გაიღვიძეთ!
*სიჩუმე.
- ევი! მო!
*ისევ სიჩუმე.
- სოფელში თორმეტ საათამდე არავის სძინავს!ქალბატონი პელონა მართალი იყო. მახსოვს ბავშვობაში, როდესაც ქალაქ გარეთ ბებიასთან ჩავდიოდი, დილა უთენია, ისიც ასე ყვირილით მაღვიძებდა. "თორმეტ საათამდე მხოლოდ ზარმაცებს სძინავთ. დათვი ხომ არ ხარ, ასე ვის გაუგია?!" - იტყოდა ხოლმე. ეს დრო მენატრება, ადრე ადგომის მიუხედავად. ახლა შემიძლია სამამდე ან თუნდაც ოთხამდეც მეძინოს. მაგრამ აზრი? მალევე ღამდება. ასე კი ცხოვრებას ვერ ვასწრებ.
- მადლობა ღმერთს, რახან თქვენ გაიღვიძეთ საქონელს დავკლავ და ავღნიშნოთ.
- თორმეტიც კი არ არის...
- ძილს დიდხანს თუ გააგრძელებ, ამ ქვეყნად სანახავი ბევრი რამ დაგრჩება, მო.
- ერთი საათი დარწმუნებული ვარ არაფერს გადაწყვეტდა.
- შენი ნებაა. წადი და ძილი განაგრძე.
- უკვე გამაღვიძე, ბებო.
- ხოდა, მომეხმარე.
- და რაში?
- ნამცხვრის ცომი უნდა გავაკეთო.
- არაა პრობლემა. ევ!
- რა იყო?
- მოდი და ბებოს ნამცხვრის გამოცხობაში დაეხმარე!
- მე ევის კი არა, შენ გითხარი.
- ხომ მიცნობ? ეგეთი რაღაცეები ევის უფრო მოსწონს ვიდრე მე.
- აქ ვინმემ ნამცხვარი ახსენეთ!
- კი, ევ. დღეს კარგად გაერთობი.
- რათქმაუნდა. დარწმუნებული ვარ ჩემი პირიც და კუჭიც კარგად გაერთობა. აბა? როდის ვიწყებთ?
- მო!
- წარმატებები.
აჰჰ... ძალიან სახალისო სიტუაცია შეიქმნება. წარმატებები ქალბატონ პელონას ნამდვილად დასჭირდებოდა. მაგრამ...
- მოლი, სად მიდიხარ?
- მინდა არემარეს თვალი მოვავლო.
- მშვენიერი, სახლის უკან კედელზე კალათაა ჩამოკიდებული. აიღე და ვაშლი მოიტანე. ნამცხვარს მოუხდება.
- მაგრამ...
- ჭამა ხომ გინდა? წადი და იცოდე ძირიდან ახეკვის მაგივრად, ხიდან მოკრიფე.
- რომ ჩამოვვარდე?
- ადგომა სცადე.
- ...არ ვიცი ვისთვის, როგორ მაგრამ დახრას ყოველთვის ხეზე აძრომას ვამჯობინენდი. ერთხელ ჩამოვეხიე კიდეც. სველ ხეზე აძრომას არავის ვურჩევ.
ŞİMDİ OKUDUĞUN
მხოლოდ მაშინ, როდესაც ნისლია...
Gizem / Gerilimრა მოხდება მაშინ, როდესაც იქ მიდიხარ, საითკენაც გული არ გიწევს? გაექცევი თუ, უბრალოდ სიარულს განაგრძობ? დაკო ერთი ადამიანისთვის სწორედ ასეთი ადგილი იყო. სოფელი, რომელიც რუკიდან წაშალეს, იმაზე მეტ ნისლს იტევს ვიდრე ჩანს. საღამოობით, იქ მარტო დარჩენა...