6. ისევ მე და შენ...

8 2 0
                                    

- დილა მშვიდობის, მოლი.
- გამარჯობა, ბებო.
- ასე დილა ადრიან, რამ აგაყენა? გამაკვირვე. ეში სად არის? სძინავს?
- არა, სახლში წავიდა. მამამისის დიდხანს დატოვება არ უნდოდა.
- მართალია, მიხედვა სჭირდება.
- ბიძია ვეილს რაიმე სჭირს?
- ეგ არავინ ვიცით. მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ კარგად არ არის. მასთან კვირაში ორჯერ ექიმი დადის.
- საინტერესოა.
- ამბობენ ნერვები დაუზიანდაო.
- ეში როდის ჩამოვიდა?
- ალბათ, რვა თვე იქნება რაც აქეთაა. როდესაც მამამისის შესახებ გაიგო, მაშინვე ჩამოვიდა. რა ექნა? საწყალს მომვლელი არა ჰყავს. ამ ბიჭს ერთადერთი მამა დარჩა და ისიც ვერაა კარგად.
- ასე ნუ ამბობ. მსგავსი საუბრები არ მიყვარს.
- კარგი, კარგი. წადი ხელ-პირი დაიბანე და მოდი რამეს გაჭმევ.
- მადლობა, არ მშია. მოგვიანებით ეველინს მაკარონს გავუკეთებ.
- მითხარი როგორი უყვარს და მე მოვუხარშავ.
- არ გინდა, მაინც არ შეჭამს.


რეალურად აქ ნერვები არაფერ შუაში არ იყო. ბატონ ვეილსზე ვსაუბრობ. მასზე უკეთეს ადამიანს სოფელში ვერავის ნახავდი, ეშიც შესაბამისად მამამის გავდა. მხოლოდ დედამისი იყო გულცივი ადამიანი, ის ათი წლის წინ დაიღუპა. ფაქტობრივად ეში დეიდისა და მამის ხელში იღზრდებოდა.
ამ უკანასკნელს პრობლემებიც მას შემდეგ დაეწყო, რაც მის სახლში ვიღაც შევიდა. მაშინ მარტო ცხოვრობდა, ვაჟი ქალაქში სასწავლებლად ჰყავდა გაშვებული.  საშინელი ნისლიანი ღამე იყო, ისეთი, რომ მეორე ამისთანა დაკოს მოსახლეობას არც ახსოვს. დანამდვილებიდ ვერაფერს ვიტყვი, ვეილსმა რა დაინახა, მაგრამ ერთი ის კი ვიცი, რომ მისმა განწირულმა კივილმა მთელი სოფელი ფეხზე დააყენა. საინტერესოა იმ ღამეს მის თავს რა შავმა ღრუბელმა გადაიარა.
გამორიცხული არ არის, რომ ეშმა ყველაფერი იცოდეს, არც ის იქნება გასაკვირი თუ ამ ყველაფერს მოლის მიმართ, მომხდარის გამო სჩადის.
დანამდვილებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მოლი მათთან სტუმრობას აპირებდა.


მხოლოდ მაშინ, როდესაც ნისლია...Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ