- ჩემს ოთახში როდის გაჩნდი?
ეშმა თვალები გაახილა. გარშემო მიმოიხედა და სარკმაზით მიუგო:
- ბებიას მისაღები, შენს ოთახად როდიდან იქცა?
მოლი გაკვირვებული დარჩა.
- მგონი ისევ გძინავს.
- მე არა, მაგრამ შენ კი აშკარად გონზე არ ხარ.
- შენ ხმა არ გაქვს ამოსაღები.
- სანამ დაიწყებდე გარშემო მიმოიხედე, პომიდორო. იცი ახლა სად ხარ?მოლიმ გარემოს თვალი მოავლო. დაბზარული ნაცრიაფერი კედლები, დამტვერილი თაროები, უღიმღამო ტელევიზორი, იატაკზე დარჩენილი თეთრი ლაქები და ჰაერში მოლივლივე ჭრელი ბუმბულები.
- იცი სად გეძინა?
- მახსოვს, რომ სახლში ვიყავი...
- მოგელანდა.
- ჯანდაბა! მთელი ღამე?!
- აჰამ. მთელი ღამე.
- ბებია მომკლავს.
- იცის რომ ჩემთან ხარ. ახლა სახლში მაინც ვერ წახვალ, ჯერ კიდევ ბნელა.
- რომელი საათია?
- ალბათ ხუთი? მზე თანდათან ამოდის.
- ესღა მაკლდა. ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე.
- მართალია... მეგონა ვეღარ გნახავდი.
- მეზობლები მაინც არ ვიყოთ.
- ეგეც მართალია.
- ახლა თავს უკეთ გრძნობ?
- რას გულისხმობ?
- ემოციებისგან არ დაიცალე?
- ემოციები არა ჩემი ფეხები. ამ ბოლოს რას ვგრძნობ, ისიც არ ვიცი.
- ჯერ კიდევ გარდატეხის ასაკში ხარ? (*იცინის)
- დამცინე რამდენიც გინდა.
- არ დაგცინი. ვცდილობ მომხდარზე ფიქრს თავი ავარიდო.
- ნეტავ ეს შენზე მაინც იყოს დამოკიდებული.
- შენც ქვეცნობიერზე საუბარს თუ იწყებ, ჯობს აქვე შეწყვიტო.
- მეც? სხვა ვინ გესაუბრა?
- ისეთმა არავინ.
- როდესაც გითხარი, რომ სახლში წასულიყავი, შინ არ მისულხარ.
- გიკვირს?
- ...
- ამ მდგომარეობაში შენს გამო ჩავვარდი და აქაც შენს გამო აღმოვჩნდი.
- ვიცი...
- შენი ბრალია.
- ვიცი.
- გვერდით ასე უბრალოდ გადექი.
- ვიცი.
- არც კი შემოგიხედია.
- ვიცი.
- არც გამომყევი.
- ვიცი.
- მარტო გამიშვი.
- ვიცი.
- შენს გამო დავიკარგე.
- ...ვიცი.
- მაგრამ, ისევ შენ მიპოვე.
- სახლამდე უნდა მიმეყვანე. თუნდაც ამის უფლება არ მოგეცა.
- ერთადერთი არ ხარ, ვინც ასე მოიქცა.
- ...
- ამაზე ბევრს ნუ იფიქრებ. მაინც ისე მოხდება, როგორც თქვი.
- რას გულისხმობ?
- შენ ჩემი თავიდან მოშორება გინდოდა.
- მე კი მიზეზი, რომ შენგან სინანულის გარეშე წავსულიყავი.
-...
- ერთადერთი არ ხარ, რომელმაც მოიტყუა. თუმცა შენ იმაზე მალე მიმიხვდი, ვიდრე მე შევამჩნევდი.
- რა გააკეთე?
- ისეთი არაფერი, რაც არ იცი. ჩათვალე ბარი ბარში ვართ. ასე ურთიერთობის აღდგენას ხელს შევუშლით.
- სათქმელი... აღარფერი მაქვს.
- კარგია. სანამ ამ შენობიდან გავიდოდე, გეტყვი, რომ მომდევნო კვირას ქალაქში ვბრუნდები.
- ...კარგი.
- ნახვამდის, ეშ.
- ნახვამდის.გაყინულ ოთხ კედელში, ეში იყო ერთადერთი, რომლის სუნთქვაც სიჩუმეს არღვევდა.
მოლი წავიდა.
წავიდა ეშის ცხოვრებიდან.
შესაძლოა 12 წელი დიდი და საკმარისი დრო იყო მათთვის, ერთმანეთის მოსაბეზრებლად, მაგრამ არა გასაცნობად.
ვინ წარმოიდგენდა ტყემლისა და პომიდორის ურთიერთობა ასე უცბად, ერთი სიტყვით თუ დასრულდებოდა? არანაირი ემოცია აღარ შერჩენოდა მათ მიერ წარმოთქმულ წინადადებებს. აღარანაირი.მერე რა თუ ეში ცრემლების ყრას გააგრძელებს და ამით ხის იატაკზე დარჩენილ თეთრ ლაქებს დაალპობს? ეს რამეს შეცვლის? მისი ქვითინის ხმა ამ ქვის კედლებს ვერ გასცდება. რომც დაიძახოს შინ მისული პომიდორი ხმას ვერ გაიგებს. ეს უკანასკნელი კი იმაზე ნაკლებად დაიტანჯება, ვიდრე ზურგს უკან დატოვებული ძველი მეგობარი.
მისთვის ყველაზე მარტივი იქნება, მისი მიტოვება.
მაშინაც კი, როდესაც სახლში მშვიდად შეაბიჯა, აღარაფერზე ფიქრობდა. თითქოს უკვე დაავიწყდა.
ეს ეგოისტობაა? თუ სხვას ჯერ კიდევ ახსოვხარ, შენ კი ახლა მისი სახელიც არაფერს გეუბნება?
რა მარტივია იმ ადამიანის დავიწყება, რომელმაც მიზეზი მოგცა, რომ მისგან წასულიყავი. მაშინ, როდესაც იმავე ადამიანმა, გაგრძნობინა, რომ მის გვერდით თავს უსაფრთხოდ იგრძნობდი.
YOU ARE READING
მხოლოდ მაშინ, როდესაც ნისლია...
Mystery / Thrillerრა მოხდება მაშინ, როდესაც იქ მიდიხარ, საითკენაც გული არ გიწევს? გაექცევი თუ, უბრალოდ სიარულს განაგრძობ? დაკო ერთი ადამიანისთვის სწორედ ასეთი ადგილი იყო. სოფელი, რომელიც რუკიდან წაშალეს, იმაზე მეტ ნისლს იტევს ვიდრე ჩანს. საღამოობით, იქ მარტო დარჩენა...