21. იყო და არა იყო რა

12 2 3
                                    

- გამარჯობა, ბებო.
- სალამი, მოლი.
- როგორ ხარ?
- უკეთესად.
- ცერემონიამ კარგად ჩაიარა?
- კი. ჩვეულებრივ.
- კარგია.
- ეგ ხომ ისედაც იცოდი. მთელი ეს დრო ეშის გვერდით შენ არ იყავი? სახლში მივიდა? იქნებ ჯობდა აქ მოგეყვანა.
- ეშის გვერდით?
- ხო.

მოლი წამით გაჩუმდა.

- მართალია... ეშის გვერდით ვიყავი. მან მითხრა, რომ მარტო ცხოვრებას უნდა მისჩვეოდა, ამიტომაც სახლში დაბრუნდა.
- კარგი, მისთვის ძალიან რთულია. ხვალ დილით საჭმელზე დავუძახებ.
- დასაძინებლად ავალ.
- კარგი, ევს ისევ სძინავს.
- ფრთხილად შევალ. ძილინებისა ბებო.
- ტკბილი ძილი.

მოლიმ იცრუა, ეშთან მიმართებაში. არ იცოდა სად იყო, ან რას აკეთებდა. ის ძალიან მშვიდად ავიდა მეორე სართულზე და ჩუმად შეაღო მათი ოთახის კარები. ერთმანეთზე დალაგებული ჩანთები, იქაურობას აცარიელებდა. მხოლოდ ერთი შეხედვითაც კი შეგეძლოთ იმის თქმა, რომ ის ორი დაკოს მალე დატოვებდა.

მოლი ფანჯარას მიუახლოვდა, თითქოს სურდა უკანასკნელად რაღაცას დაჰკვირვებოდა. ფარდები გადასწია, ოთახში სწორ ხაზზე შემოსულმა სინათლემ მტვრის ნაფლეთები სააშკარაოზე გამოიტანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მოლიმ ის დაინახა, რაც უნდა დაენახა - მოკაშკაშე მწვანე თვალები.

- ისეიგი ამ ფერია შენი შიში?

ჩუმად ჩაილუღლუღა ფანჯრის მინებთან რის გამოც მისი სითბოსგან შუშა მრგვალად დაიორთქლა. მოჩვენებას ვეღარ ხედავდა, თუმცა თვალი სასაფლაოს მიმართულებას გააყოლა. მაშინ მიხვდა სადაც იქნებოდა ეში ამ დროს. თუ მის სიტყვას ასრულებს და იპოვა ადგილი, რომელიც ყველას დაავიწყდა, მაშინ ცხადია, ის იმ ქალის სასაფლაოსთან იჯდებოდა, რომლის არსებობაც ყველა მათგანის მეხსიერებიდან წაიშალა.
პომიდორი ტყემლის მოძებნას არ აპირებდა. რადგა ის უკვე იპოვა - მის გონებაში.

მოლი ფანჯრებს მოშორდა. თვალი მოავლო მის ჯერ კიდევ ჩაულაგებელ ტანსაცმელს და შეეცადა, როგორმე დაეძინა. იქნებ სიზმრებში მაინც ენახა რაღაც კარგი?

მხოლოდ მაშინ, როდესაც ნისლია...Where stories live. Discover now