მისალმება

28 2 1
                                    

- მოლი, დაუჩქარე!
- უკვე მოვდივარ.
- 5 წუთის წინაც სწორედ იგივე მითხარი!
- 2 წუთიც დედა.
- მალე უნდა გავიდეთ, ხომ იცი შემდგომ გზები გადატვირთულია!
- მხოლოდ 3 საათის გზაა, რა გვეჩქარება მაინც მალე ჩავალთ.
- თუ არ დაუჩქარებ, ეგ სამი საათი ექვსად გადაიქცევა!
- კარგი, კარგი. მოვდივარ.
(*კიბის საფეხურების ხმა)
- ეს რა გაცვია?
- რა? ჩემი ორეული.
- ღმერთო, მოლი. საშინლად გრძელი შარვალია, სანამ ჩახვალ დასვრი.
- რისთვის მიყიდე თუ არ მაცმევდი.
- მოლი!
- კარგი, კარგი. გამოვიცვალო?
- საათს შეხედე. როფორ ფიქრობ მაგის დრო გვაქვს?!
- ბოდიში.
- ეველინი სად არის?
- არ ვიცი.
- შენთან ერთდ არ იყო?
- არა.
- ღმერთებო. ეველინნ!
- ალბათ თავის ოთახშია, ავალ შევამოწმებ.
- არ გინდა მე ვნახავ. შენ მანქანაში ჩაჯექი.
- კარგი.
...
(* ეველინის ოთახი, მეორე სართული.)
- ეველინ!
- გისმენ, დედა.
- აქ რას აკეთებ?
- ვცდილობ ავარჩიო, რომელი სათამაშო წამოვიღო. როგორ ფოქრობ ელზა წამოვიღო თუ ანა?
- ორივე წამოიღე, ოღონდ დაუჩქარე.
- მაშინ ოლაფიც, კრისტოფიც და კიდევ...
- ეველინ, დაუჩქარე!
- მოვდივარ.

  კრისტენები ერთი ჩვეულებრივი, ტიპიური ოჯახი იყო... ან არის. მოკლედ განსაკუთრებული არაფერი. მისის და მისტერ კრისტენები შედარებით ასაკოვნები გახლდათ, პირველი შვილი, მოლი რომ ეყოლათ. მშობლების მსგავსად, ისიც ჩვეულებრივია,  მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მისი დის გარდა ვერავის უგებს. შეიძლება მასაც ვერ უგებდეს. ვერ უგებს?
რაც არ უნდა იყოს, ეველინი ყველაზე უმცროსი 5 წლის გოგონაა. ბაღში არ დადის, ვინაიდან მისი თქმით იქ მხოლოდ მტირალა ბავშვები დადიან. დებს შორის 11 წელი იყო სხვაობა. საკმაოდ დიდია არა? აკი ვახსენე, გვიან გააჩინესთქო.
ყოველ შემთხვევაში ეს არ არის მთავარი. მთელი ამბები მაშინ იწყება, როდესაც ამ ორ დაიკოს სოფელ დიკოში აგზავნიან.

- ყველანი მანქანაში ვართ?
- ...
- ვატყობ ასეა.
- იმედია არაფერი გვრჩება. საყვარელო, შეგვიძლია წავიდეთ.
- როცა ჩავალთ, ხომ იცით, რომ ბებიათქვენს ნერვები არ უნდა მოუშალოთ, არა?
- ყოველ ჩასვლაზე მაგას გვაფრთხილებ, მამა.
- ასე უფრო დაიხსომებთ.
- მაგრამ... სოფელში ვერ ვერთობიი.
- გეყოფა, ეველინ. დარწმუნებული ვარ ამჯერად მაინც ვიპოვით შენი ტოლის ბავშვს.
- სულ თუ არაფერი, მოლი ხომ გყავს?
- კარგი რა, მამა. მოლის ჩემთან თამაში მობეზრდა.
- ეს ვინ გითხრა, ევ.
- აბა რატო აღარ თამაშობ ჩემთან?
- უბრალოდ გავიზარდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი და აღარ ხარ.
- ეველინ, ხომ ხედავ, დარწმუნებული ვარ ერთად ისევ ისე გაერთობით.
- რათქმაუნდა...
- ეველინ! წუწუნის დრო არაა!

მხოლოდ მაშინ, როდესაც ნისლია...Donde viven las historias. Descúbrelo ahora