- მოლი, მოლი გაიღვიძე!
- ... რა?
- გაიღვიძე, მო!
- ...ევ?
- მიდი, თვალები გაახილე.
- ეველინ, როგორც იქნა ფხიზელს გხედავ...
- მო, თვალები უნდა გაახილო.
- მე უკვე მღვიძავს ეველინ.
- მო...
- ევ?
- უნდა ადგე...
- სად მიდიხარ?
- გაიღვიძე...
- ეველინ!...
- მოლი? რა გჭირს?
- ეველინ!
- მშვიდად გოგონი, ეველინს ჯერ კიდევ სძინავს.
- რა? მაგრამ წეღან... დავინახე, რომ...
- რა დაინახე?
- არაფერი... არაფერი არ დამინახავს, ბებო.კოშმარი იყო. უბრალო ღამის კოშმარი.
- სწრაფად ადექი და მოწესრიგდი, სამძიმარზე უნდა წავიდეთ.
- რა სამძიმარი? ვინმე მოკვდა?
- კი.
- ასეთი სახე მაგიტომ გაქვს?
- ეშის მამა... ის გასულ ღამეს დაიღუპა. ვინსერი გარდაიცვალა.პელონამ მოზღვავებულ ემოციებს ვეღარ გაუძლო. მის თვალებთან არსებული ნაოჭები, წამებში დასველდა.
- მაგრამ, ბიძია ვინსერი...
- ის ავად იყო, მოლი.
- ჯანდაბა.მოლი საწოლიდან ადგა და ბებიამისის დამშვიდება დაიწყო.
- შეგიძლია იმდენი იტირო, რამდენიც გინდა. ჩემთან ამის გაკეთება შეგიძლია.
- ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეში ამ დროს მარტო არ დატოვო. შეიძლება არ ეტყობოდეს, მაგრამ მას ახლა იმაზე მეტად უჭირს ვიდრე იმ დროს, როდესაც დედამისმა მიატოვა.
- მასზე ვიზრუნებ, ბებო.სანამ ბებია და შვილიშვილი ერთმანეთს ეხვეოდა, იყო რაღაც უცნაური ამ ორს შორის. რაღაც უცნაური რაც მოლიმ მათ გვერდით მდგარ სარკის ანარეკლში შეამჩნია.
"ეს რა ჯანდაბაა?" - გაიფიქრა მოლიმ, სარკეში საკუთარი თავის დანახვის შემდეგ.
"რატომ არ ქრება?" - ფიქრები არ წყდება.
"ამას რატომ ვაკეთებ?"
"ასეთ დროს, როგორ..."
"ღიმილს რატომ ვერ ვწყვეტ?!"
შემზარავი იყო მისი ღიმილის დანახვა. ამის მიზეზს თავადაც ვერ ხვდებოდა. რამ მოჰგვარა მას ასეთი ბედნიერება? რატომ აგრძელებდა ამას, ან რატომ არ შეეძლო ამ სიხარულის სახიდან მოშორება.
VOCÊ ESTÁ LENDO
მხოლოდ მაშინ, როდესაც ნისლია...
Mistério / Suspenseრა მოხდება მაშინ, როდესაც იქ მიდიხარ, საითკენაც გული არ გიწევს? გაექცევი თუ, უბრალოდ სიარულს განაგრძობ? დაკო ერთი ადამიანისთვის სწორედ ასეთი ადგილი იყო. სოფელი, რომელიც რუკიდან წაშალეს, იმაზე მეტ ნისლს იტევს ვიდრე ჩანს. საღამოობით, იქ მარტო დარჩენა...