15. მე, შენ და კიდევ ერთი

9 2 0
                                    

- ღმერთო ჩემო, მოლი! სად იყავი? ხომ გითხარი, რომ არ გაჰყოლოდი? ეს რატომ გააკეთე?
- ეველინი?
- მისი სახე დაინახე? რამე გითხრა? ხომ არაფერი გავნო?
- ბებო, ეველინი როგორ არის?
- კარგად არის. ყველას ძალიან გაუკვორდა, მაგრამ მადლობა ღმერთს არაფერი მოუტეხავს. მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი აქვს, ისიც ნამსხვრევების გამო.
- ახლა სად არის?
- ოთახშია. სძინავს.
- არ გაუღვიძია?
- ხუთი წუთით. ისიც შენ გიკითხა.
- მასთან ავალ.
- შენ, კარგად ხარ?
- კი.

მოლი მათი ოთახის გვერდითა საძინებელში შევიდა. აქ იმაზე მეტად თბილოდა ვიდრე გარეთ, ნისლში.

დამღლელი იყო. ამხელა გზის გავლაც და იმაზე ფიქრიც, თუ მას რა დაემართებოდა.

ეველინის სხეულის მეოთხედი თეთრ ბინტებს დაეფარათ, ისინიც სანახევროდ, სისხლისაგან უკვე გაწითლებულიყო.

"ქალაქში რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნდეთ" - უმეორებდა მოლი საკუთქრ თავს. ვინ იცის, იქნებ ასე უფრო უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ?
ყველამ კარგად იცის, რომ დაკოს ამბებს ასე მშვიდად ვერავინ გადაურჩება. ეს, რომ მოლის გახსენებოდა იქ ალბათ არც არასდროს დაბრუნდებოდა.

- ...სულ სველი ვარ. გამოსაცვლელი? აქ არ არის.

მოლი ძველ ოთახში გაბრუნდა. ნისლის გამყინავ სიცივეს მოესწრო და იქაურობა მის საბადოდ ექცია.
გოგოსთვის ეს სიცივე არ იყო უცნობი. არა იმიტომ, რომ მთელი ნახევარი საათი მოჩვენების გვერდით იჯდა, არამედ ეს არც პირველი და არც მეორე შემთხვევა არ ყოფილა.

- ძვლებში ატანს.

ფანჯარა მთლიანად ჩაიმსხვრა. ახლა მხოლოდ ჩარჩო და ნატეხები იყო დარჩენილი.

- ყველაფერი ეზოში ჩაიყარა?

- მაინც, როგორ გატყდა?

გათენებამდე, მოლი არც დაინტერესდებოდა და ახლოსაც არ მივიდოდა ოთახში არსაიდან მწვანე ნათება, რომ არ შემოსულიყო.

მხოლოდ მაშინ, როდესაც ნისლია...Donde viven las historias. Descúbrelo ahora