სოფია სარკესთან დგას და აკვირდება თავის ანარეკლს, იღიმება, რადგან კაბა რომელიც ძლივს ჩაეცვა, ძალიან მოსწონდა, თავისი თავით კმაყოფილი იყო და ფიქრობდა, რომ ჯონსაც მოაწონებდა თავს.
_სოფია, სწრაფად გამოდი, ბიჭები უკვე იქ გვიცდიან! _ მისაღებიდან გაჰყვიროდა ჯონი...
_მოვდივარ მამიკო! _ ოთახიდან გასული გოგო ჯონის წინ ჩამოდგა და გულდასმით აკვირდებოდა მის რეაქციას, ბიჭი ხარბად უმზერდა მის კაბას, სხეულსა და სახეს, ფიქრობდა, რომ ეს გოგო ნამდვილად იდეალური იყო... _ როგორ გამოვიყურები?
_შესანიშნავია, ეს კაბა ძალიან გიხდება! _ ბიჭმა თვალი მოარიდა, ხელი ჩასჭიდა და თან გაიყოლა _ წავედით, ძალიან დავაგვიანეთ!
****
როგორც იქნა მიაღწიეს ღამის კლუბამდე, შიგნით შევიდნენ და რა თქმა უნდა, ვიაიპ კუთხისკენ წავიდნენ. გოგო თავს უცნაურად გრძნობდა, შენობაში არსებული სიგარეტისა და სასმლის სუნი მისთვის უცხო იყო... ბიჭებთან ახლოს მისულს, ორი პიროვნება ეცნო, მირა და ის ბიჭი რომელმაც ჯონგუკთან მიიყვანა.
_როგორც იქნა. _ ხელები ზევით აღმართა ჯინმა.
_ბიჭებო გაიცანით, ეს სოფიაა! _ ანიშნებს ჯონი მორცხვად მდგომ, მის ზურგს ამოფარებულ სოფიზე...
_სოფია? ვინ არის? _ დაინტერესებული თეჰიონი ახლოს მიდის გოგოსთან და კარგად ათვალიერებს. _ ძალიან ლამაზია!
_ჯონგუკის მამიდაშვილია, ახლახანს ოჯახთან იჩხუბა და ჯონგუკთან გადავიდა საცხოვრებლად! ჰო, ეს ბაჭიის ყურები კი პატარაობიდან მოსწონს და ყოვეთვის თან დაატარებს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ. _ ენას ვერ აჩერებს მირა, რაც ჯონის გაღიზიანებას იწვევს...
_მირა, არ იყო საჭირო მთელი ამბების მოყოლა, აქ გასართობად ვართ!
_მამიდაშვილი? _ ინეტერისით კითხულობს ნამჯუნი... ახლა ექვსივე ბიჭი ინტერესით შეჰყურებს ჯონგუკს და მის უკან მდგომ გოგოს, რომელიც მის მკლავს ეჭიდება.
YOU ARE READING
🐰his bunny🐰J.JK (დასრულებული)
Fanfictionშეიცავს 🔞 სცენებს.... რა მოხდება, თუ საუკეთესო მეგობარი დაბადების დღეზე ბაჭიას გაჩუქებს? ბაჭია კი რეალურად მშვენიერი გოგონაა, რომლის სიცოცხლეც რისკის ქვეშაა... ბაჭიას სიცოცხლე, უსიყვარულოდ არაფერია, სიყვარული კი არ მიდის მასთან. რას ფიქრობს...