16

927 86 104
                                    

საძინებელში შევედი და დავინახე ჩემს საწოლზე ერთიანად გამხდარი, უფერო და მოკუნტული გოგო... მეც ვერ ვხვდები ეს როგორ მოხდა, მაგრამ ის თავის ძველ სახეს დაუბრუნდა... თუმცა ისე გამოიყურება, შემოწმებაც კი მეშინია, ვერ ვხვდები ცოცხალია თუ არა....

მასთან ახლოს მივედი და ხელით პულსი შევუმოწმე, ისევ ძგერდა მისი გული, ოღონდ ამჯერად შედარებით რიტმულად და ძლიერ... მისი ყურები, ის გამქრალიყო... აღარც ყურები ჰქონდა და აღარც კუდი... ეს უბრალოდ დაუჯერებელია, ის ნამდვილ ადამიანად იქცა? ბედნიერებისგან ცოტაღა მეკლდა ხტუნვა დამეწყო, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არ იყო კარგად, მაინც მაშფოთებდა... შეიძლებოდა ის მაინც დამეკარგა, წინასწარ სიხარული კი კარგს არაფერს მომიტანდა. ამჯერად ის საავადმყოფოში წავიყვანე, ვიფიქრე, რომ ახლა ადამიანების კლინიკაში უკეთ გახდებოდა....

ჰოლში ვიჯექი, მისი პალატის წინ. შიგნით ექიმები შევიდნენ მე კი არ მიშვებდნენ. დრო ვიხელთე და ბიჭებს დავურეკე. როგორც კი გაიგეს მაშინვე ჩემთან გამოცვივდნენ, ხმაზე ვატყობდი რომ ბედნიერები იყვნენ...

ბიჭების მოსვლამდე ექიმი გამოვიდა პალატიდან და მითხრა, რომ ჯერ ვერაფერს მეტყვიან, საქმე არც ისე კარგად არისო. გადასხმა დაუდგეს, მითხრეს რომ ვიტამინები უნდა მიიღოს და სტრესისგან თავი შეიკავოს...

პალატაში შევედი, სოფიას ეძინა. მის ლამაზ სახეს ვუყურებდი და ვტკბებოდი. მინდოდა მისი ყოველი ნაკვთი დამეკოცნა, მაგრამ თავს ვიკავებდი. მეგონა ახლა ისე სუსტად იყო, თუ მივეკარებოდი რაიმეს ვატკენდი...

_როგორ არის? _ პირდაპირ შემოვარდა, ძლივს სუნთქავდა. ეტყობოდა რომ მორბოდა.

_ახლა უკეთ არის თეჰიონ! _ ახლა ნამდვილად მქონდა იმედი მისი გადარჩენის, მთელი გულით მჯეროდა. _ ბიჭები არ მოსულან?

_მიმღებში ჩხუბობენ, რადგან მხოლოდ ერთი უნდა შემოსულიყო და მე გამოვიქეცი. _ გაიკრიჭა და მძინარე სოფიას დახედა... მოულოდნელად კანკალი დაიწყო და ექიმები შემოცვივდნენ, მე და თეჰიონი ოთახიდან გამოგვიშვეს, შემდეგ კი მასზე რამდენიმე საათი არაფერს ამბობდნენ....

🐰his bunny🐰J.JK (დასრულებული)Where stories live. Discover now