აწ უკვე ჯონგუკის სახლში შეკრებილი ბიჭები, მიყუჟულები სხედან და ელოდებიან როდის გაამხელს საიდუმლოს.
ესე იგი ბიჭებო... თავიდან დავიწყებ მოყოლას ყველაფრის... _ და, რა თქმა უნდა, ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა საუბარი. ხელში აიღო და ნომერს დახედა, მირა ურეკავდა. _ გისმენ მირა!
_ჯონგუკ, სად ხარ?
_სახლში ვართ, რა ხდება?
_არაფერი, მე და გოგონები კაფეში მივედით. იქ სადაც აპირებდით შეხვედრას ბიჭებთან და რომ არ დამხვდით დაგირეკე...
_ახლა ბიჭებთან საქმე მაქვს მირა, მოგვიანებით გადმოგირეკავ!
_კარგი... _ ჯონმა ტელეფონის ეკრანი გამორთო და მაგიდაზე დადო, შემდეგ კი მოყოლა დაიწყო...
ყველაფრის მოყოლის შემდეგ ბიჭები დაბნეულები უყურებენ, მხოლოდ თეჰიონმა იკითხა " ეს ის ბაჭიაა, მე რომ გაჩუქეო?" და ამაზე ყველამ სიცილი დაიწყო. მხოლოდ სოფია და ჯონგუკი ისხდნენ სერიოზული გამომეტყველებით სახეზე.
_არ ვხუმრობ ბიჭებო... თანაც ის მოკვდება თუ მის რჩეულს არ შეუყვარდება. _ დამწუხრებით ამბობს ჯონი.
_კარგი რა, ჯონგუკ. ის ნებისმიერს შეუყვარდება... მაგრამ შენც ხომ კურდღელი ხარ, შენ იქნები რჩეული. _ სიცილით დაამატა ჯიმინმა.
_ძმაო, ასეთს რას სვამ? ჩვენც გვითხარი... _ იცინის იუნგი.
_ის არ ხუმრობს. მოდი მიგანიშნებთ..."ეს რა არის, თეთრი კურდღელი მიყიდე?" "არა, კომპანიონი ბაჭია." "ლამაზია, არა?". გახსოვთ? მე კარგად მახსოვს... იმასაც გეტყვით, რაც არცერთმა არ იცით თეჰიონის გარდა... მან მე ქუჩაში მიპოვა, როდესაც საჩუქრის საყიდლად მიდიოდა. როდესაც დამინახა ახლოს მოვიდა და მითხრა... "შენ საუკეთესო საჩუქარი იქნები ჩვენი ბოცვერისთვის" შემდეგ ახლოს მდებარე ვეტერინარულ კლინიკაში წამიყვანა, შეამოწმებინა ჩემი მდგომარეობა და გამასუფთავა, ლამაზ ყუთში ჩამსვა და მამიკოსთან მიმიყვანა... _ როდესაც სოფიამ მამიკო ახსენა ყველამ თვალები დააჭყიტა. თეჰიონი გაოცებული უყურებდა, ვერ ხვდებოდა საიდან იცოდა მან ეს.
YOU ARE READING
🐰his bunny🐰J.JK (დასრულებული)
Fanfictionშეიცავს 🔞 სცენებს.... რა მოხდება, თუ საუკეთესო მეგობარი დაბადების დღეზე ბაჭიას გაჩუქებს? ბაჭია კი რეალურად მშვენიერი გოგონაა, რომლის სიცოცხლეც რისკის ქვეშაა... ბაჭიას სიცოცხლე, უსიყვარულოდ არაფერია, სიყვარული კი არ მიდის მასთან. რას ფიქრობს...