_მარტო ძილს არ ვაპირებ შენს სახლში, მეც აქ დავიძინებ!....
_წვიმამ გადაიღო, შეგიძლიათ ორივე წახვიდეთ! _ მშვიდად ამბობს სოფია და გვერდით ტრიალდება.
ჯონი ერთს ამოიოხრებს და მირას მიჰყვება თავის ოთახში, თან კი უკან მწოლიარე გოგოსკენ აპარებს თვალს.
****
დილით ჯონგუკი გოგონებს ადგომას ასწრებს და ყავას ახვედრებს, ფიქრებშია დაკარგული... _ შესაძლოა რომ სოფიას რჩეული თეჰიონია? _ თავს აქნევს და ამ აზრს თავიდან იგდებს. ისეა გართული, რომ ვერც კი ამჩნევს რომ უკნიდან ვიღაც ეპარება, მხოლოდ მაშინ აანალიზებს ამას როცა წელზე ხელებს ხვევენ, ჯონს ეღიმება და მისკენ ტრიალდება, თუმცა სახე მაშინვე ცოტაოდენი იმედგაცრუებით ეცვლება, როცა მის წინ მირას ხედავს..._დილამშვიდობისა. _ ამბობს მირა და ჯონგუკის ტუჩებს მოწყვეტით კოცნის.
_დილამშვიდობის, მირა. _ ჯონი გოგოს მკრთალად უღიმის და ისევ უკან ბრუნდება.
_ეს ჩემია? _ ხელით ფინჯანზე მიანიშნა რომელშიც ყავა ესხა.
_ჰმმ. _ საქმეში გართული მოკლედ პასუხობს და ტოსტის გაკეთებას იწყებს.
_დილამშვიდობისა. _ ახლად გაღვიძებული სოფია გამოდის ოთახიდან თვალების ფშვნეტით.
_სალამი. _ ისე ამბობს მირა არც კი მიუხედავს.
_დილამშვიდობის, ლამაზო. _ ჯონი მისკენ ბრუნდება და მკვეთრად უღიმის. _ მოდი, ყავა გაგიკეთე, ტოსტიც მალე მზად იქნება.
_გმადლობ, მაგრამ სახლში არ დავლევ ყავას.
_რა? რატომ? სადმე მიდიხარ? _ დაინტერესებული ჯონგუკი კითხვებს აყრის ერთმანეთის მიყოლებით.
_გავემზადები და თეჰიონი მომაკითხავს. ერთად დავლევთ ყავას.
_არა!!! _ მკაცრად განაცხადა ჯონმა და ყავის დიდი ყლუპი მოსვა.
_რა თქმა უნდა, როდესაც ჯონგუკი არსებობს, მისი გარშემომყოფები მხოლოდ მას უნდა დასტრიალებდნენ თავს! _ სარკაზმით მიმართა მირამ.
STAI LEGGENDO
🐰his bunny🐰J.JK (დასრულებული)
Fanfictionშეიცავს 🔞 სცენებს.... რა მოხდება, თუ საუკეთესო მეგობარი დაბადების დღეზე ბაჭიას გაჩუქებს? ბაჭია კი რეალურად მშვენიერი გოგონაა, რომლის სიცოცხლეც რისკის ქვეშაა... ბაჭიას სიცოცხლე, უსიყვარულოდ არაფერია, სიყვარული კი არ მიდის მასთან. რას ფიქრობს...