11

669 62 92
                                    

ქუჩაში გამწარებული მირა ლანძღვა-გინებით მიდის. ახლა მისი ფიქრები მხოლოდ იმას აქვს მოცული, როგორ უნდა გადაუხადოს სამაგიერო ჯონს და იმ გოგოს, რომელმაც ის წაართვა...

ჯონის სახლში დუმილი სუფევს, ჰაერში კი დაძაბულობა ტრიალებს. ჯონგუკმა იცის მირა როგორია, ის თუ რამეს გადაწყვეტს აუცილებლად გააკეთებს კიდეც. ბიჭი ფეხზე წამოდგა და ტელეფონით ხელში სხვა ოთახში გავიდა. რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ მისაღებში დაბრუნდა და სოფიას უთხრა:

_ცოტახნით ჰიონებს ვნახავ, მალე დავბრუნდები არ მოიწყინო. _ შუბლზე აკოცა და სახლი დატოვა.

სოფია მარტოდ მარტო ისევ იმ ადგილას იჯდა სადაც დატოვეს, ხვდებოდა, რომ მარტივად არაფერი იყო. მირა მას არ მოასვენებდა და არ მისცემდა საშუალებას მამიკოსთან ეცხოვრა. ფიქრობდა, რომ ჯონგუკიც მირას აირჩევდა და მას გააგდებდა.

განა მირა ტყუის? არა, როგორია როდესაც საყვარელ კაცს გართმევენ? თუმცა მისთვის საყვარელი კაცი ნამდვილად არავის წაურთმევია, მისთვის ჯონი ყოველთვის ფულიანი საყვარელი იყო...

სოფიას დრო სახლის საქმეებით გაჰყავდა, ყველაფერს ალაგებდა და ასუფთავებდა. ბოლოს როდესაც საქმე გამოელია იფიქრა, რომ ფილმის ყურებაც გადაატანინებდა ყურადღებას. კიდევ ორი საათი მარტოობის, მას უკვე ფიქრები იპყრობდა, რომ ის დატოვეს...

*****
_შენ ამბობ, რომ მან ყველაფერი გაიგო? _ ეკითცება ჯუნი.

ბიჭები აგონიაში იყვნენ. ჯიმინის სახლში ლუდს სვამდნენ და საუბრობდნენ.

_ხო, ასე იყო. დილით სახლში მომივარდა და განმიცხადა, რომ ამას ასე არ დატოვებდა.

_ახლა რა იქნება? რას აპირებ? _ თეჰიონს ნიკაპ ქვეშ ხელი ამოედო და ინტერესით ეკითხებოდა.

_არ ვიცი, მირას გადარწმუნება ადვილი საქმე არ არის. _ მძიმედ ამოიოხრა და ლუდის კიდევ ერთი ყლუპი მოსვა.

🐰his bunny🐰J.JK (დასრულებული)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ